03:45 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 13:46:54, 346 ნახვა

მეწარმეობის განვითარების სააგენტომ სერვისცენტრი გახსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "მეწარმეობის განვითარების სააგენტოს" სერვისცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

სააგენტოს სერვისცენტრის მთავარი ამოცანა, სამთავრობო ინიციატივის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ბენეფიციარებისათვის საინტერესო და საჭირო კითხვებზე სრული და ამომწურავი ინფორმაციის გაცემაა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საპილოტე პროექტის შემდეგ უფრო მასშტაბური ცენტრის გახსნა იგეგმება.

"ეს იქნება ცენტრი, სადაც ცენტრალიზებულად მიიღებს ყველა მეწარმე იმ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მისთვის საინტერესო იყოს სახელმწიფოს მიერ მიწოდებული პროგრამების ფარგლებში. აქ იქნება კონსოლიდირებული სერვისები. უკვე 80-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა ჩვენი პროგრამით, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე და მომავალი წლის განმავლობაში 80-ზე მეტი საწარმო გაიხსნება, რაც უკვე დამატებით რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეს იქნება საპილოტე პროექტი, რომლის შემდეგაც უკვე გაცილებით უფრო ფართო ცენტრი გაიხსნება, სადაც იქნება როგორც ჩვენი სამინისტროს ფარგლებში არსებული პროგრამების შესახებ სერვისები, ასევე სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და ა.შ. რათა ერთ ადგილას, ერთი ფანჯრის პრინციპით ყველა მეწარმემ მიიღოს კონსოლიდირებული ინფორმაცია. ამის გარდა, იქ შეიძლება განთავსდეს ასევე რეესტრი, რათა მეწარმემ იქვე მიიღოს ყველა ის სერვისი, რომელიც საჯარო რეესტრთან არის დაკავშირებული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ციკოლიამ აღნიშნა, სერვისცენტრში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჰქონდეს წვდომა ელექტრონულ და ბეჭდურ რესურსებზე და ბიზნესის კუთხით არსებულ საგანმანათლებლო ლიტერატურაზე ორიენტირებული ბიბლიოთეკა გამოიყენოს.

"ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ მეწარმეებს მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ, სახელმწიფოს მხრიდან სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება ჰქონდეთ. ეს სერვისცენტრი ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. გარდა ჩვენი სააგენტოსი, აქ ასევე რამდენიმე სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები არიან, მეწარმეს შეუძლია მობრძანდეს და დეტალურად მიიღოს ინფორმაცია როგორც ქონების, ასევე სოფლის მეურნეობის პროექტების და ყველა იმ პროგრამის შესახებ, რომელიც ჩვენ სააგენტოს გააჩნია. ყველა იმ მეწარმეს, რომელიც რეგიონებში მოღვაწეობს, შეუძლიათ ეს სერვისცენტრი თბილისში ყოფნის დროს გამოიყენოს. ასევე გვაქვს ბიბლიოთეკა, სადაც მეწარმეობის კუთხით კარგი ინფორმაცია გვაქვს მოთავსებული. იმედია გვაქვს, მეწარმეებს ღირსეულ მომსახურებას გავუწევთ", - განაცხადა გიორგი ციკოლიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს სერვისცენტრი თბილისში, უზნაძის ქუჩა 18 ნომერში განთავსდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics