02:29 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 14:16:01, 616 ნახვა

საზოგადოება
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა ,, მომავლის ბანაკი" საზეიმოდ გაიხსნა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა ,, მომავლის ბანაკი" საზეიმოდ  გაიხსნა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, „მომავლის ბანაკს“ პირველ ნაკადზე - ა(ა)იპ საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის  სპორტის ეროვნულ ფედერაციის მიერ შერჩეული „სპორტული ოლიმპიადის“ 12-18 წლის, 288 მონაწილე ესტუმრა.

ბანაკის ოფიციალურ გახსნას, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი, ნუგზარ კევლიშვილი,   სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე, საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი,  ლევან კიკალიშვილი  და მოწვეული სტუმრები ესწებოდნენ. მათ მოზარდებს წარმატება,  ნაყოფიერი  და საინტერესო დღეების გატარება უსურვეს.

მისალმებისა და 12 გუნდის წარდგენის შემდეგ, ჩერლიდინგ გოგონებისა და ბანაკის  ლიდერების მიერ  სპეციალურად მომზადებული ცეკვა შესრულდა.

„მომავლის ბანაკმა“  ოლიმპიურ ცეცხლს უმაპინძლა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში დარჩება ბანაკის ტერიტორიაზე.

ღონისძიება  სასკოლო ოლიმპიადის ჰიმნითა და ფოიერვერკით დასრულდა.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი „მომავლის ბანაკს“  საქართველოს მთავრობის განკარგულებით (საქართველოს მთავრობის განკარგულება N1114 2015 წლის 1 ივნისი ქ.თბილისი, მომავლის ბანაკის განხორციელების შესახებ) ახორციელებს.

„მომავლის ბანაკის“ დანარჩენი 5 ნაკადის შერჩევა მოხდა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

1. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების  სამინისტრომ წარადგინა 1246  კანდიდატურა   მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, მათ შორის უპირატესობა მიენიჭა სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს.

2.დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა,  უნდა უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრები 144  თანამემამულის ჩამოყვანა ანაკლიიის „მომავლის ბანაკში“

3.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა შეარჩია და მოგვაწოდა 14-18 წლის,  50 მოზარდის სია“ , - აცხადებენ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში.

მონაწილეთა უსაფრთხო  გადაადგილებას  (დანიშნულების ადგილიდან ანაკლიამდე და ანაკლიიდან დანიშნულების ადგილამდე)  უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.  ასევე, „მომავლის ბანაკის“  ტერიტორიაზე  ბავშვების უსაფრთხოებაზე იზრუნებს „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ თანამშრომლები.

პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაივლიან  სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანისა და ბავშვთა  უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის,  და საქართველოს ისტორიის შესახებ. ექნებათ სპორტული აქტივობები ოლიმპიადის პრინციპით. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, მოზარდებს  სამაშველო ღონისძიებების გატარებას და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელოვნებას შეასწავლიან.

 პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.

„მომავლის ბანაკი“ 1728 მოზარდს მიიღებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics