16:37 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 15:43:12, 620 ნახვა

სხვადასხვა
Placebo Tbilisi Open Air-იდან მიღებულ შემოსავალს სტიქიით დაზარალებულებს გადაურიცხავს

ინგლისური ალტერნატიული როკ-ჯგუფი Placebo, Tbilisi Open Air-იდან მიღებულ შემოსავალს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადარიცხავს.

ამის შესახებ ჯგუფმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

“არ გვინდოდა საქართველოში ჩამოვსულიყავით თქვენ მიერ განცდილი ტრაგედიიდან ორ კვირაში და გვეთქვა – როგორ გვეცოდებით, ეს რა დაგმართნიათ – ეს არაეთიკური იქნებოდა ჩვენგან. ამიტომ, მთელს შემოსავალს, რასაც ხვალინდელი კონცერტიდან ავიღებთ, თბილისის დახმარების ფონდს ჩავურიცხავთ”, - განაცხადა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ბრაიან მოლკომ.

ცნობისთვის, 14 ივნისს, ჯგუფ Placebo-ს ბასისტმა, შტეფან ოლსდალმა, ინსტაგრამში ბეჰემოტის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - "ეს არის თავისუფალი ბეჰემოტი თბილისის ქუჩებში. პლაცებო იქ დაუკრავს რამდენიმე კვირაში. ერთი სული მაქვს, როდის შევუერთდები ცირკს". 

მოგვიანებით მან ფოტო წაშალა და მის ნაცვლად ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომლის აღწერაშიც საკუთარი საქციელი განმარტა.
 
"მე ვერ გავიაზრე მომხდარის რეალური ეფექტი“, - წერს შტეფან ოლსდალი.
 
შეგახსენებთ, 13–14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიას 19 ადამინი შეეწირა, 3-ის პოვნა კი, ამ დრომდე ვერ ხერხდება. ქალაქისთვის მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ლარს გადააჭარბა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა
კობახიძე - ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია - ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენს აშშ-ში 9 მაისს შეხვდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics