19:29 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 17:07:55, 607 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ შურღაია სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად აირჩიეს

„პაშა ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ნიკოლოზ შურღაია, ბირჟის აქციონერთა საერთო კრების მიერ სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად იქნა არჩეული.

საქართველოს საფონდო ბირჟა (სსბ) არის ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც ჩამოყალიბდა USAID-ის დახმარებით და მოქმედებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში, პასუხობს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის საბაზისო მოთხოვნებს.

იგი სთავაზობს ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს. სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე-დისტანციური წვდომის დახმარებით – საბროკერო კომპანიათა ოფისებში.

2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით 129 კომპანიის ფასიანი ქაღალდია დაშვებული სსბ-ის სავაჭრო სისტემაში, რომელთა სრულმა საბაზრო კაპიტალიზაციამ მიაღწია 0.880 მილიარდ დოლარს, ხოლო დღიურმა ბრუნვამ 1 386.71 ლარს.

ნიკოლოზ შურღაიას  1995 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი ფინანსებსა და კრედიტებში. 2004 წელს მან მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ლონდონის ბიზნეს სკოლაში.

ნიკოლოზ შურღაიამ თავისი კარიერა 1994 წელს გაერთიანებულ ქართულ ბანკში სესხების ოფიცრის პოზიციაზე დაიწყო და კარიერული ზრდა შემდეგ პოზიციებზე გააგრძელა: გირავნობის განყოფილების ხელმძღვანელი; დირექტორის მოადგილე სესხების საკითხებში; დირექტორი საერთაშორისო ურთიერთობებში; დირექტორი კორპორატიული და ფიზიკური პირების დაკრედიტების საკითხებში.

2004 წელს ნიკოლოზ შურღაია გაემგზავრა მოსკოვში და დაიწყო მუშაობა ABN AMRO BANK-ში ვიცე-პრეზიდენტის მოადგილის თანამდებობაზე ინტეგრირებულ ენერგო ჯგუფში.

2005 წლიდან მან მუშაობა დაიწყო წამყვან ბანკირად EBRD-ში, ლონდონში. 2008-2009 წლებში მას ვი-თი-ბი ბანკის (საქართველო) აღმასრულებული დირექტორის თანამდებობა ეკავა. მან თავისი კარიერა გააგრძელა BELARUSKY NARODNY BANK-ში აღმასრულებელ დირექტორად. ამავდროულად ის იყო საქართველოს ბანკის აღმასრულებული დირექტორის მოადგილე. 2012-2014 წლებში ნიკოლოზ შურღაიას აზერბაიჯანში RABITABANK-ში მმართველი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

2011 წლიდან დღემდე ნიკოლოზ შურღაია არის დამოუკიდებელი მრჩეველი და მეწარმე აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთსა და ბელორუსიაში.

ნიკოლოზ შურღაია 2015 წლის 31 იანვარს დაინიშნა „პაშა ბანკის“ (საქართველო) სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.

ცნობისთვის, „პაშა ბანკი“ ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.

პაშა ბანკი არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს  აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 3 მილიარდ ევროს.

პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს.

"პაშა ბანკი" მდებარეობს თბილისში: შოთა რუსთაველის გამზირის 15.

საკონტაქტო პირი: ანანო ქორქია, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტი.

ტელეფონი: (+995) 322 265 000 (7057)

ელფოსტა: anano.korkia@pashabank.ge

pashabank.ge

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაციის პროცედურა დაიწყეს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს
კობახიძე - ბიზნესი მხარს უჭერს ხელისუფლებას, რადგან ჩვენი უმთავრესი მიღწევა ბიზნესის რეკეტის დასრულებაა
კობახიძე - არ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე - რასა, რომელიც ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics