2015-07-07 13:14:20, 545 ნახვა
საზოგადოება
კვირიკაშვილი: Biletebi.ge-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, ჩემი დამოკიდებულება უარყოფითია
Biletebi.ge-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჩემი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, უარყოფითია, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, დაიწყო თუ არა აღნიშნულ საკითხზე გამოძიება.
„კომისიის სხდომაა დაგეგმილი და ამ სხდომაზე განხილული იქნება. ჩემი დამოკიდებულება თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა უარყოფითია. თუმცა, მოსასმენია რა ობიექტური მიზეზები გააჩნდა ამ ყველაფერს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიისა და ფეხბურთის ფედერაციის შეხვედრა დღეს გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან