19:59 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-07 13:30:13, 712 ნახვა

ეკონომიკა
კახა კალაძე: ლარის დევალვაციამ ენერგეტიკის დარგს სერიოზული დარტყმა მიაყენა

„ლარის დევალვაციამ ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა ენერგეტიკის დარგს“,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისსიის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, კომისიის გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის უახლოეს ხანებში ცნობილი იქნება.

„ტარიფებზე მუშაობს მარეგულირებელი კომისია და ალბათ ტარიფები უახლოეს მომავალში დათვლილი და ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის. არაერთხელ განმიცხადებია, რომ ლარის დევალვაციამ ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა ენერგეტიკის დარგს და შესაბამისად კომპანიები, თბოსადგურები ძალიან დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი ძალიან დიდია, ასევე ძალიან დიდი წილია გაზისა, რომელიც მუშავდება თბოელექტროსადგურებში და ვიღებთ ელექტროენერგიას", - განაცხადა კახა კალაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
FSB-მ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა
კრიპტოვალუტით ვაჭრობის ანი-ბანი: მარტივი სახელმძღვანელო ახალბედა ტრეიდერებისთვის
ღარიბაშვილი შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics