01:25 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-07 14:46:34, 614 ნახვა

ეკონომიკა
ქართულმა კომპანიებმა წამყვან საგამოფენო შოუზე ეროვნული პროდუქცია წარადგინეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს კოორდინირებით, ქართულმა კომპანიებმა ნიუ-იორკში, ამერიკის უმსხვილეს და წამყვან საკვები პროდუქციის საგამოფენო შოუზე “The Summer Fancy Food Show 2015” ეროვნული ნაწარმი წარადგინეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის საგამოფენო შოუს ფარგლებში საქართველომ ტრადიციული პროდუქცია ახლებური, ინოვაციური სახით წარადგინა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ქართული სტენდის ქვეშ წვენების, ჩაის, თხილის და ასევე კვების მრეწველობაში მოღვაწე ქართული კომპანიების პროდუქცია განათავსა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ „არომაპროდუქტი“ (ხილის წვენები, ჯემები, სოუსები, ხილი სიროფში); „კულა“(საკონსერვო პროდუქცია, ხილის წვენები, ჯემები, მურაბები, კომპოტები);„გეოპლანტი“ (სხვადასხვა სახეობის ქართული ჩაი); „ჯორჯიანპროდაქტსრენესანსი“ (მოხალული დამარილებული თხილი ნაჭუჭით, თხილის გული) და „კამპა“ (წვენები).

„ღონისძიებამ ქართული მხარისათვის საკმაოდ პროდუქტიულად ჩაიარა. მნიშვნელოვანი კონტაქტები დამყარდა კომპანიებსა და იმპორტიორებს შორის, გამოფენასდადებითი გამოხმაურება მოყვა მედიის მხრიდანაც. საკვები პროდუქტების საგამოფენო შოუს “The Summer Fancy Food Show” მნიშვნელობა საკმაოდ დიდია, რომელიც საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით ახალ შესაძლებლობებს უხსნის, ამავდროულად, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისათვის საჭირო პლატფორმას ქმნის და საერთაშორისო კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს მნიშვნელოვნად უმართავს ხელს“, - აცხადებენ სამინისტროში.

შოუს ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დაკვეთით შეირჩა ადგილობრივი კონსულტანტი, რომელიც ქართული კომპანიების წარმომადგენლების იმპორტიორებთან, ბროკერებთან, დისტრიბუტორებთან და სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრას უზრუნველყოფდა. სამდღიანი გამოფენის განმავლობაში თითოეულმა კომპანიამ 50-მდე შეხვედრა გამართა ისეთ კომპანიებთან და ბროკერებთან, როგორებიცაა: Walmart’s, Sam,s Club, Trade Jo’s, the TJX Companies, Fine Foods, Costco Wholesale, Whole Foods.

მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი გამოფენების ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტო ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს B2B შეხვედრები გამართონ მსოფლიოში უმსხვილესი ქსელების წარმომადგენლებთან. ცნობისთვის, Javits Center-ში გამართული საგამოფენო შოუ ერთ-ერთი პრესტიჟული, კვების ინდუსტრიის ინოვატორ წარმომადგენელთა თავშეყრის ადგილია, სადაც მეწარმეები, ბაიერები და საზოგადოებრივი აზრის ლიდერები სამი დღის განმავლობაში ქვეყნების ახალი კუთხით აღმოჩენის მიზნით იკრიბებიან, საერთო ჯამში კი ღონისძიებაში მონაწილეობა 2,500 კომპანიამ და 25,000 მყიდველმა მიიღო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics