01:31 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-07 15:28:19, 546 ნახვა

საზოგადოება
NATO-ს სამეკავშირეო ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის პროექტის განხილვა შედგა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის განხილვა გაიმართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ფუნქციების გამიჯვნის, ანგარიშვალდებულების და კონტროლის მექანიზმების, კოორდინაციის, ანალიტიკური ფუნქციების შემდგომი გაძლიერებისა და სხვა საკითხები განიხილეს. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმულ კითხვებსა და შენიშვნებზე იმსჯელეს.

საპარლამენტო განხილვების პარალელურად მსგავსი ტიპის შეხვედრები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მთავრობის მზაობას, ითანამშრომლოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. არჩილ თალაკვაძემ დაასახელა არაერთი რეკომენდაცია და შენიშნა, რომელიც რეფორმის პროექტის მომზადების და განხილვის პროცესში ხელისუფლებამ გაიზიარა და გაითვალისწინა.

შეხვედრას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი ესწრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროდან შეხვედრას იურიდიული სამმართველოს ხელმძღვანელი ზვიად ოქროპირიძე, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე დაესწრნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics