10:41 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-07 16:07:06, 539 ნახვა

საზოგადოება
ნიკა ანთიძე სვეტიცხოველში დაგებულ ფილებზე: ამაზე ადეკვატური რეაგირება იქნება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის მტკიცებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარის ცენტრალურ ნაწილში თანამედროვე ფილების დასაგებად ნებართვა მის სააგენტოს არ გაუცია.

როგორც ანთიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, ის საპატრიარქოს ხელოვნებისა და რესტავრაციის საბჭოსთან შეხვედრას გეგმავს და ტაძარში თანამედროვე ფილების დაგების საკითხზე ადეკვატური რეაგირება იქნება.

„ფილების დაგება მაშინ მოხდა, როცა ვახტანგ გორგასლის საფლავის ქვა გამოცვალეს. ამაზე ნებართვა ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, გაცემული არ არის და, შესაბამისად, ადეკვატური რეაგირება იქნება. ხვალ საზღვარგარეთიდან თბილისში დავბრუნდები და ვაპირებ საპატრიაქროს ხელოვნებისა და რესტავრაციის საბჭოს შევხვდე. ვგეგმავ საპატრიარქოსთან ერთად კონკრეტული ჯგუფი შევქმნა, რის შემდეგაც გარკვეულ ღონისძიებებს მივმართავთ, რადგან რაც მანდ განხორციელდა, საფლავის ქვის გადაკეთება და ფილების დაგება, ჩვენთან შეთანხმებული არ იყო“, - აღნიშნა ანთიძემ.

მას არ აქვს ინფორმაცია, ვისი ნებართვით მოხდა სვეტიცხოველში თანამედროვე ფილების დაგება.

ანთიძის თქმით, საპატრიაქროსთან ერთად შეფასდება, თუ რამდენად ჯდება დაგებული ფილები ტაძრის ინტერიერში.

„ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა, რადგან, ჩვენ მონიტორინგს ხშირად ვაწარმოებთ, მაგრამ ეტყობა ძალიან ფორსირებულ დროში მოხდა ამის გაკეთება. იქ კი არ ვკრძალავთ რამეს, უბრალოდ ყველაფერი უნდა იყოს მეცნიერულად აწონ-დაწონილი, სპეციალისტებთან შეთანხმებული, თუ როგორი ქმედებები შეიძლება განხორციელებულიყო. პირველ რიგში საპატრიარქოსთან ერთად შეფასდება ეს, თუ რამდენად ღირებულია, ანუ რამდენად ჯდება ტაძრის ინტერიერში. თუ არ ჯდება - გამოსავალზე ვიმსჯელებთ, თუმცა, მე ეჭვი მეპარება ჯდებოდეს. დავუშვათ ისეთი რამეა, რომ კარგად და სპეციალისტის მიერ არის გაკეთებული, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, მეორედ აღარ მოხდეს ძეგლთა დაცვის სააგენტოს გარეშე ასეთი ქმედებების განხორციელება. ჩვენ შევხვდებით საპატრიარქოს და მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნიკა ანთიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა ინფორმაცი და შესაბამისი ფოტოებიც, რომ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, იატაკის მოსაპირკეთებელი თანამედროვე ფილებია დაგებული.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics