12:53 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-07 17:56:26, 501 ნახვა

საზოგადოება
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში გასვლითი შეხვედრები მიმდინარეობს

2015 წლის 1-ელ  ივლისს,  საქართველოს მასშტაბით დაიწყო ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის  ეტაპობრივი გათიშვა,  რომელიც 25 აგვისტოს დასრულდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პროცესთან დაკავშირებით  საქართველოს რეგიონებში დაიწყო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები,  რომლებსაც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ „საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“, შპს „საქართველოს  ტელერადიოცენტრის,“ ასევე  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის  წარმომადგენლები უძღვებიან.

 პირველი შეხვედრა 6 ივლისს გაიმართა გორსა და ხაშურში, სადაც დამსწრე საზოგადოებას  რეფორმის არსი გააცნეს და აუხსნეს ტექნიკური პროცედურები. გარდა ამისა, შეხვედრის ორგანიზატორებმა მოსახლეობას მიაწოდეს იმ მაღაზიების სია და მისამართები, სადაც შესაძლებელია „სეთ-თოფ-ბოქსების“ შეძენა.

 ადგილობრივ მოსახლეობასთან  შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.  რეფორმის პროცესში ჩართული მხარეები  დაინტერესებულ საზოგადოებას  მნიშვნელოვან და დეტალურ ინფორმაციას  კონკრეტულ რეგიონებში ანალოგური სიგნალის გათიშვამდე რამდენიმე დღით ადრე  გააცნობენ.

 ანალოგური სიგნალის გათიშვის შემდეგი ეტაპი 2015 წლის 9 ივლისს განხორციელდება.  დილის  10:00 საათზე, ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი გაითიშება გორში, ბეკამში, დუშეთსა და ხაშურში, აგრეთვე გაითიშება გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გომელაური - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას - ხაზგასმით ვამბობ, ეს დაუშვებელია
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაურია - პაპუაშვილმა სამადაშვილი გააძევა
გომელაური - ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც დეპუტატების, ისე აქციის მონაწილეების დაცვა
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 20-22 აპრილს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics