14:21 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-07 18:01:45, 395 ნახვა

პოლიტიკა
ნიდერლანდებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

ნიდერლანდების სამეფომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

„2015 წლის 7 ივლისს გამართულ კენჭისყრაზე, ნიდერლანდების სამეფოს სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, რატიფიკაციის საკითხს.

ამით ნიდერლანდების სამეფოს  საკანონმდებლო ორგანომ დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესი დაასრულა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითმა პალატამ რატიფიკაციის დოკუმენტს 2015 წლის 7 აპრილს დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც დოკუმენტი განსახილველად  სენატში გადაიგზავნა. ნიდერლანდების კანონმდებლობის თანახმად  პარლამენტის მხრიდან დოკუმენტის რატიფიკაციის შემდგომ მას ხელს მოაწერს ნიდერლანდების მეფე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კალაძე - ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე
საფრანგეთმა შესაძლოა გააუქმოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ტერაქტების საფრთხის გამო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics