01:35 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 18:32:44, 550 ნახვა

კომენტარი
ნადირაშვილი: სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ ჭიკაიძემ თავად დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება

„სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ ჭიკაიძემ თავად დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება.“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა. 

ნადირაშვილის შეფასებით, ამ ყველაფრის საშველი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის დასასრული იქნება.

„ვფიქრობ, რომ სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ ჭიკაიძემ თავად დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება, როგორც თავად ვერ გადაწყვეტდა სადმე ვინმე დანიშნულიყო ისევე ვერ გადაწყვეტდა, რომ გადამდგარიყო. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ კორუფციის ჭაობში ჩაფლული უსინდისო და უნიათო ხელისუფლების ერთ-ერთი სიმბოლო, თუმცა მისი გადადგომა ვერ უშველის ვერც გაზრდილ კრიმინალს და ვერც შეკვეთილს მკვლელობებს. ამ ყველაფრის საშველი იქნება ბიძინა ივანიშვილის მმართველობის არაფორმალური დასასრული, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ, დღეს, რომ საქმე აქეთ არ მიდის და ის არ არის საკმარისი, რომ მისი პირადი თანაშემწე პრემიერ-მინისტრია, დღეს უკვე ერთ-ერთ კანდიდატურად ჭიკაიძის შემცვლელად გომელაურს განიხილავენ, რომელიც ასევე გახლდათ ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი, სანამ ამ ნიშნით დანიშნავენ თანამდებობებზე ადამიანებს ჩვენი ქვეყანა კვლავ წუმპეში იქნება“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან გადადგა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics