04:47 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 18:59:36, 564 ნახვა

სამხედრო
ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე სიტუაციური სწავლება გაიმართა

ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვისთვის IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ემზადება. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვედანაყოფის პირადმა შემადგენლობამ ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე  ამოცანის მზადყოფნისათვის შეფასებითი წვრთნა ჩაატარა.
უწყების ინფორმაციით, სიტუაციური სწავლების დასაწყისში 43-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შტაბის უფროსმა, მაიორმა კობა ჩანადირმა მოწვეულ სტუმრებს სწავლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სიტუაციურ სწავლებას თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. სწავლებაზე თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები,  ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ  და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
უწყების ცნობით, სიტუაციური სწავლება ორკვირიანი სპეციალური მომზადების დროს შესწავლილი უნარ-ჩვევების კომპლექსურად ჩვენებას ისახავდა მიზნად. წვრთნები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ქვეითი ბატალიონების შეფასების ცენტრის ორგანიზებით, ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და მრჩეველთა ჯგუფის (GLT), ასევე, ავღანური კულტურისა და ენის ინსტრუქტორების მხარდაჭერით  ჩატარდა. 
როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სწავლება ავღანეთის რეალურ გარემოსთან მიახლოებული, იმიტირებული სცენარის მიხედვით გაიმართა. პირადმა შემადგენლობამ ჩაატარა კომბინირებული ოპერაცია, რომელიც ბრძოლის წინა შემოწმებას, მოძრავ სტაციონალებზე თავდასხმას, წინწაწეულ ბაზა - ენგურზე არაპირდაპირი ცეცხლით თავდასხმას, მოტორიზირებულ პატრულსა და ცენტრალურ ბაზა - შუკვანზე კომბინირებულ თავდასხმებს გულისხმობდა. ასევე, ამბოხებულებისათვის წინააღმდეგობის გაწევას, დაშავებულებისათვის დახმარების აღმოჩენასა და ადგილობრივებთან გასაუბრებას ითვალისწინებდა. სწავლების დასკვნით ნაწილში კი, ოპერაციის დროს პირობითად დაჭრილებისა და დაღუპულების ევაკუაცია განხორციელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა სოფლის უხუცესებთან - მალიკებთან შურა გამართეს და მათ აღნიშნული ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სწავლებაში სპეციალური დანიშნულების ავტომანქანები - ჰამერები, ემრაპი,  უპილოტო საფრენი საშუალებები და სამედიცინო ევაკუაციის ვერტმფრენიც იყო ჩართული.
სწავლების დასკვნით ნაწილში მინდია ჯანელიძე და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბატალიონის პირად შემადგენლობას მიესალმნენ.
სამინისტროსვე ცნობით, სამშვიდობო მისიისათვის ქართველი სამხედროები ექვსი თვის განმავლობაში ინტენსიურ მომზადებას გადიან. პირადმა შემადგენლობამ მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა.  43-ე ბატალიონი ამოცანებზე ორიენტირებული სავარჯიშოების შესასრულებლად გერმანიაში გაემგზავრება, სადაც  ქართველი სამხედროების მომზადების დონეს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრის (JMRC)  წარმომადგენლები ქართველ დამკვირვებელ-მაკონტროლებლებთან ერთად შეაფასებენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი​“ ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics