15:06 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 19:07:43, 630 ნახვა

კომენტარი
გიორგი გაბაშვილი: ჭიკაიძის წასვლა პრობლემებს არ წყვეტს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი გაბაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძეს უნიათო და არაკოპეტენტურ მინისტრად აფასებს. 

ამის შესახებ, გაბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, შს სამინისტრო კრიმინალურ სამყაროსთან თანამშრომლობდა, რაც საზოგადოებას საფრთხეს უქმნის. 

„ალექსანდრე ჭიკაიძე იყო ერთ-ერთი უნიათო და არაკომპეტენტური მინისტრი ამ მთავრობიდან, ეს იყო მინისტრი რომლის ხელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო არათუ ვერ ებრძოდა, არამედ მჭიდროდ თანამშრომლობდა კრიმინალურ სამყაროსთან და ფაქტიურად ქურდების გაცილების სერვისდად იქცა. კრიმინალი ფაქტიურად სახიფათოდ გაზრდილია და საზოგადოებას საკმაოდ ბევრ პრობლემას უქმნის.  დაცულად დღეს თავს ვერავინ ვერ გრძნობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭიკაიძის ხელში დაკავებული იყო მხოლოდ სტატისტიკის გაყალბებით და ეს იყო პასუხი ყველა პრობლემაზე, რომელიც დგას საზოგადოების წინაშე. ის იყო ერთ-ერთი სიმბოლო მართლაც ამ მთავრობის სტილისა, რომ ჭორაობებითა და შეთქმულების თეორიით უნდა რეალური პრობლემების გადაფარვა. ამ მინისტრს, ერთი წლის განმავლობაში ველოდებოდით პარლამენტში, რომ ყველა ამ საკითხზე  შეკითხვა დაგვესვა  და ის, მართლაც როგორც ერთ -ერთი სიმბოლო, სხვა უნიათო მინისტრებს შორის,  მართლაც წასასვლელი იყო“, – აღნიშნა გაბაშვილმა. 

თუმცა, დეპუტატი მიიჩნევს, რომ  ჭიკაიძის გადადგომა ქვეყანაში გაზრიდილ კრიმინალურ  და ეკონომიკურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. 

 „მაგრამ იმ ფონზე როცა ლარი ჩამოიქცა, როცა ეკონომიკური პრობლემებია ქვეყანაში, როცა კრიმინალი სახიფათოდ გაზრდილია, როცა ხდება აფეთქებები, როცა ხდება შეკვეთილი მკვლელობები, ამ ფონზე, ერთი არაკომპეტენტური მინისტრის შეცვლა, რომელიც ბევრს არაფერს წყვეტდა დიდს არაფერს არს ცვლის. მთავარია, საქართველოში დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, რომელსაც ყველა ეს პრობლემა მოაქვს ამ ქვეყნისთვის. ასე რომ ჩვენ არ მივტირით ბატონ  ჭიკაიძეს, რომელიც არაფრის გამკეთებელი იყო როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, მაგრამ მისი წასვლა პრობლემებს არ წყვეტს და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ხელში ქვეყანაში არაფერი მნიშვნელოვანი არ შეიცვლება“, – აცხადებს გიორგი გაბაშვილი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ქარქაშაძე: ყველა მსხვილ კომპანიას ვისაც Passenger Terminal Expo-ზე შევხვდით, ჰქონდა ინფორმაცია ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შესახებ
ვაშაძე გომელაურს - ვერ გამოხვედით ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან, თქვენ არ ხართ შს მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics