10:58 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-13 11:46:51, 1020 ნახვა

მსოფლიო
ევროზონის ლიდერებმა საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით ერთსულოვან შეთანხმებას მიაღწიეს

ევროზონის ლიდერებმა საბერძნეთის კრიზისის დაძლევის მესამე გეგმასთან დაკავშირებით ერთსულოვან შეთანხმებას მიაღწიეს.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შემუშავებული გეგმა საბერძნეთში სერიოზული რეფორმების გატარებასა და მისთვის ფინანსური დახმარების გაწევას ითვალისწინებს.

„საბერძნეთი ევროზონას არ დატოვებს“, - განაცხადა ევროკომისიის ლიდერმა ჟან-კლოდ იუნკერმა.

საბერძნეთი ევროზონის წევრების მიერ შეთავაზებულ რეფორმებს ოთხშაბათამდე გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ევროზონის წევრების შეხვედრა ბრუსელში 17 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანის საბერძნეთის კრიზისის დასაძლევად ახალი გეგმის შემუშავება იყო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 440 790-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთში ულტრა სწრაფი ინსულინის დეფიციტია
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics