10:21 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-24 14:17:07, 378 ნახვა

საუდის არაბეთის ახალი მეფე მისი წინამორბედის პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს

საუდის არაბეთის ახალი მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი მისი წინამორბედის, მეფე აბდალას პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ იმ სწორ პოლიტიკას, რომელიც საუდის არაბეთმა აირჩია თავისი შექმნის მომენტიდან“, - განაცხადა მეფე სალმანმა.

მეფემ ისლამურ სამყაროს გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისლამის წინაშე ბევრი ახალი გამოწვევა დგას.

„ვთხოვ უფალს, მომცეს ძალა, რათა ჩემი საყვარელი ხალხის მსახურება გავაგრძელო“, - განაცხადა მეფემ.

ახალმა მეფემ თავის მემკვიდრედ ნახევარძმა პრინცი მუკრინი დანიშნა, ხოლო თავისი შვილი მოჰამად ბინ სალმანი თავდაცვის მინისტრად.

მეფე აბდალა გუშინ, მზის ჩასვლამდე, ისლამური ტრადიციის თანახმად დაკრძალეს.

მეფის გვამი, ჩვეულებრივ თეთრ ნაჭერში გაახვიეს და უსახელო საფლავში ჩაასვენეს.

დაკრძალვის ადგილას ყოველგვარი წარწერების გარეშე, ქვა აღმართეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics