16:28 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-24 15:20:33, 668 ნახვა

მსოფლიო
მსოფლიო ლიდერები საუდის არაბეთში გარდაცვლილი მეფისთვის პატივის მისაგებად ჩადიან

მსოფლიო ლიდერები საუდის არაბეთში გარდაცვლილი მეფის აბდალასთვის პატივის მისაგებად ჩადიან.

გუშინ, ერრეადში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი  ნავაზ შარიფი, პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი, სპარსეთის ყურის სახელმწიფოების მეთაურები ჩავიდნენ.

დღეს საუდის არაბეთში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი და პრინცი ჩარლზი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, რუსეთი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ჩავლენ.

ოთხშაბათს ახალი მეფის სალმანისთვის მისასამძიმრებლად აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩავა.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთში მეფე აბდალა ბინ აბდულაზიზ ალ საუდი გუშინ გარდაიცვალა. იგი გუშინვე, მზის ჩასვლამდე, ისლამური ტრადიციის თანახმად დაკრძალეს. 90 წლის მეფე, ბოლო რამოდენიმე კვირა  საავადმყოფოში ფილტვების ანთების გამო იმყოფებოდა. მეფე აბდალა ბინ აბდელ აზიზ ალ საუდი ტახტზე 2005 წელს ავიდა.

საუდის არაბეთის ახალი მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი საუდი გახდა. ახალმა მეფემ თავის მემკვიდრედ ნახევარძმა პრინცი მუკრინი დანიშნა, ხოლო თავისი შვილი მოჰამად ბინ სალმანი თავდაცვის მინისტრად.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადმოეცა
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით 29 აპრილს განიხილავს
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა
პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics