19:27 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 18:44:41, 582 ნახვა

სხვადასხვა
პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ ახალი ეტაპის განხორციელება იწყება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში  პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე მედიასა და საზოგადოებისათვის გასული წლის შედეგების და მომავალი გეგმის გაცნობა მოხდა.

„წიგნი ყველა სოფელს“ - არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს, ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის, ბიზნეს სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის“ ინიციატივით  ხორციელდება.  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, „ვისოლ ჯგუფის“, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, „პალიტრა L“-ის,  და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით, ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის, ფშავ-ხევსურეთის, და იმერეთის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება. შესაბამისად, პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წიგნების შეგროვების პროცესი მთელი თბილისის მასშტაბით. სპეციალური ყუთები განთავსებულია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“, ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“, და “დანქინ დონატსის” რესტორნებში. ასევე, ყუთები განთავსებულია შემდეგ ტაძრებში: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

პროექტი, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და ზემოთ ჩამოთვლილ, პარტნიორ ორგანიზაციებს აერთიანებს 25 ივლისიდან დაიწყება. რეგიონების მოსახლეობისათვის წიგნების მიწოდებაზე ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა’’ (სპეციალური ავტობუსი) იზრუნებს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში გაჩერდება და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ცნობილი მწერლების დახმარებით იქაურ მოსახლეობასაც მისცემს საშუალებას გააჩუქონ წიგნები და ჩაერთონ საგანმანათლებლო პროექტში.

პროექტის ახალი ეტაპის პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი,  "ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის" პრეზიდენტი, „სტუდენტური ერთიანობის“ თავმჯდომარე, "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი და პროექტში მონაწილე სხვა პირები დაესწრნენ.

"ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. წიგნი ყველა სოფელში აუცილებელია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა პარტნიორ კომპანიას, ვინც ამ პროექტში იღებს მონაწილეობას, ყველა ახალგაზრდას, ყველას, ვისთვისაც ეს პროექტი მნიშვნელოვანია,  მადლობა გადავუხადო და დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი უფრო მასშტაბური გახდება და არა მარტო მთიან რეგიონებს, მთელ საქართველოს მოიცავს. ჩვენი სამინისტრო ამ მიმართულებით აქტივობებს ხელს შეუწყობს",- განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

კომპანია "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის თქმით, "წიგნი ყველა სოფელს" ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ფხაკაძე იმედოვნებს, რომ პროექტის ახალი ეტაპიც წარმატებით განხორციელდება და საზოგადოების ჩართულობა მაღალი იქნება.

"ამ პროექტს შარშან სწორედ დაახლოებით,  ამ დროს ჩაეყარა საფუძველი და იმაზე, რომ წარმატებით  განხორციელდა პროექტი, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ წელს უკვე ვიწყებთ ამ პროექტის მეორე ფაზის განხორციელებას. მე არასოდეს არ დამავიწყდება ის ენთუზიაზმი, რასაც ვხედავდით ამ ერთი წლის განამვლობაში ჩვენი მომხმარებლების მხრიდან.  ათასობით წიგნი  შეგროვდა "ვისოლში",  "ვენდისში", "სმარტში",  ახლა "დანკინ დონატშიც" დავამატეთ.ძალიან გვიხარია, რომ როდესაც რაღაც პროექტს განაცხადებ და ასე წარმატებულად და ეფექტურად განვითარდება და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ჩაერთვება ამაში, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. იგივე ენთუზიაზმით ვართ დღესაც, როგორც ვიყავით ერთი წლის წინ  და იგივეს გავიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანი, ღირებული პროექტია მთელი ქვეყნისთვის",-აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

თავად  პროექტის ავტორსაც  მის   წარმატებით განხორციელებაში საზოგადოების მაღალი აქტივობის იმედი აქვს.

"იდეა გახლდათ ჩემი, ამის განხორციელება დავიწყე ზუსტად 1 წლის წინ, დაიმსახურა დიდი მხარდაჭერა, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო  სექტორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველ ეტაპზე 50 ბიბლიოთეკამდე წიგნები ჩავიტანეთ. ახლა მეორე ეტაპი დაიწყო პროექტის და მნიშვნელოვანია, რომ  ხალხმა გამოიჩინოს აქტივობა და მოიტანოს წიგნები ლოკაციის ადგილებზე",-განმარტა "სტუდენტური ერთიანობის" თავმჯდომარე ბექა ღაჟონიამ.

"ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის" პრეზიდენტის  კოტე სვანაძის თქმით, "დავითიანნი"თავის პარტნიორებთან ერთად,  პროექტს ორგანიზებას წელსაც გაუწევს და იმედოვნებს, რომ საზოგადოება კვლავ მაქსიმალურ აქტივობას გამოიჩენს.

""დავითიანნი" თავის პარტნიორებთან ერთად წელს გაუწევს ორგანიზებას, რომ 4 რეგიონში საქართველოში მომარაგდეს 150-მდე ბიბლიოთეკა და დიდი იმედი გავქვს, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება და ყველა გაიღებს თითო წიგნს. მოვუწოდებთ ყველას, მაქსიმალური აქტივობა გამოიჩინოს.პირველი გასვლა შედგება თვის ბოლოს სამების საკათედრო ტაძრიდან, უწმინდესის ჩამობრძანების შემდეგ",-აღნიშნა  "ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის" პრეზიდენტმა კოტე სვანაძემ.

 „წიგნი ყველა სოფელს“ გრძელვადიანი პროექტია და მაღალმთიანი სოფლების მწირი სასკოლო ბიბლიოთეკების წიგნის ფონდის გამდიდრებას ისახავს მიზნად. მოსახლეობის აქტიურობიდან გამომდინარე პროექტი სხვა რეგიონების ბიბლიოთეკებსაც მოამარაგებს და მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ალტინფო აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics