15:14 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-25 13:44:48, 745 ნახვა

სამართალი
მომდევნო კვირიდან "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრისა და აქტივისტის დაკავება იგეგმება

მომდევნო კვირიდან "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე  წევრისა და აქტივისტის დაკავება იგეგმება. ამის შესახებ, "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი. ინფორმირებული წყარო იტყობინება, რომ დაკავებები იური და ზურაბ ვაზაგაშვილების საქმეებს უკავშირდება.

"ექსპრესნიუსის" ინფორმაციით,  ყველა იმ ადამიანს დააკავებენ, რომლებმაც ზურა ვაზაგაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაგეგმეს მას  და ხელმძღვანელობდნენ.  ვაზაგაშვილების საქმეზე ამჟამად პროკურატურაში სპეციალური ჯგუფი მუშაობს და  მტკიცებულებების და სამხილების შეგროვება მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში  აშშ-დან მოწვეული პროკურორებიც არიან ჩართული.

შეგახსენებთ,  პროკურორებმა, რომლებსაც  ვაზაგაშვილის საქმესთან შემხებლობა ჰქონდათ, გუშინ  თანამდებობები დატოვეს.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო თანდილაშვილმა ბრიუსელში, გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა
საფრანგეთში, გასტრონომიის რამდენიმე ფესტივალზე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი
გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics