00:59 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-25 16:19:19, 499 ნახვა

სხვადასხვა
2014 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სხვადასხვა საკითხზე 19595 მოქალაქემ მიმართა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის საკითხზე, შესწავლილ ინფორმაციას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით,  2014 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, 19595 მოქალაქემ მიმართა, რაც გასულ წლებთან მიმართებით, გაცილებით დაბალი მაჩვენებელია. მათივე ცნობით,  აქედან, პრეზიდნეტის ადმინისტრაციამ განიხილა და წარმოება დაასრულა 12499 მიმართვაზე, ხოლო 4205 მოქალაქეს გაეგზავნა საპასუხო წერილი. არსებული მონაცემით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 7096 მოქალაქის 2014 წელს რეგისტრირებული მიმართვა, კვლავ მომზადებისა და გამოხმაურების ეტაპზეა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 2010-2014 წლებში, სულ 152,298 მეტმა მოქალაქემ მიმართა.

მოქალაქეთა რეგისტრირებულ განცხადებების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, წლების მიხედვით, ასეთია: 2013 წელს - 42682, 2012 წელს - 38466, 2011 წელს - 23927, 2010 წელს - 27628. ამასთან, 2014 წლის მანძილზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიემართა 4 ადმინისტრაციული საჩივრით საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებების ბათილად ცნობის, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულეებებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის თაობაზე. ოთხივე ადმინისტრაციული საჩივარი, ავტორებს განხილვის გარეშე დაუბრუნდათ და განემარტათ, რომ მოთხოვნილ საკითხებთან დაკავშირებით, სარჩელით უნდა მიემართათ სასამართლოსთვის.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წლის 12 იანვარს, გამოაქვეყნა მონიტორინგის შედეგები „მოქალაქეები მთავრობის საჯარო პოლიტიკის პროცესში 2014 წელს“ და მათ შორის, დაინტერესდა საქართველოს პრეზიდნეტის ადმინისტრაციასთან მოქალაქეების ურთიერთობის საკითხითაც. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა საჯარო უწყებებსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობის საჯაროობის შემოწმება, მოქალაქეების მიერ საჯარო უწყებებისადმი მიმართვიანობის მაჩენებლის დადგენა, მათ წერილებზე გამოხმაურების ანალიზი, არსებული ადმინისტრაციული საჩივრების სტატისტიკა და გადაწყვეტის მაჩვენებელი. ორგანიზაციამ აღნიშნულთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2014 წლის 8 დეკემბერს მიმართა, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტმა, მოთხოვნილ ინფორმაციაზე გამოხმაურება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი  ვადის დარღვევით, ორგანიზაციას მხოლოდ 2015 წლის 21 იანვარს მიაწოდა",-ნათქვამია "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics