11:23 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-25 17:08:11, 3089 ნახვა

კულტურა
ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდა

ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია და ფულადი ჯილდო დაწესდა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩარგალში, ვაჟაობის სახალხო ზეიმზე განაცხადა.

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია - ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით, ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა.

პრემიერის თქმით, უკვე შექმნილია ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისია, რომელიც პრემიის მინიჭების პროცესს წარმართავს. „მჯერა, რომ ერი, რომელმაც ასეთი შვილი გაზარდა, იმ ღირებულებებით, იმ სულიერი სიმაღლით, რაც ვაჟა-ფშაველას ჰქონდა, აუცილებლად გადალახავს ყველა სირთულეს, აუცილებლად მოიპოვებს წარმატებას, გამარჯვებას და მიაღწევს საერთო ქართულ მიზანს - ჩვენი ქვეყნისა და ერის გამთლიანებას. ვაჟა-ფშაველა თავად იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად და ევროპულად მოაზროვნე კაცი და მისი მაგალითიც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ საერთო ღირებულებები და მისწრაფებები გვაქვს. წელს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლის თავს აღვნიშნავთ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თაობები გააგრძელებენ ამ შესანიშნავ ტრადიციას და შემოუნახავენ ჩვენს მომავალ თაობას ვაჟას გენიალურ შემოქმედებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. წელს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა. ჩარგალში ვაჟაობის სახალხო ზეიმი ტრადიციულად, კონცერტით, სპორტული ღონისძიებებითა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენით აღინიშნება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პროკურატურა - როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics