13:09 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-26 12:27:40, 544 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციურ საველე სწავლებას დაესწრო

გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციური საველე სწავლების 2015 „სამგლე ველის“ მიმდინარეობას გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძესთან ერთად საველე ბანაკის მართვის ცენტრი დაათვალიერა და სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მართვის ცენტრის დათვალიერების შემდეგ კი მინისრტმა სხვადასხვა სასწავლო წერტილი და საპატრულო ბანაკი მოინახულა, ასეულის სწავლებას დაესწრო და წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა.

„ჯარი მუდმივად მზადების პროცესშია და ეს სწავლებაც ამის დასტურია. ჩვენი ჯარისკაცები მომზადების კურსს, პრაქტიკულად, 12 თვის განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში, სხვადასხვა ბაზებზე და სხვადასხვა ადგილებში გადიან. ამ შემთხვევაში სადაზვერვო კურსს ვესწრებით და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი იყოს მუდმივად განახლებადი - მოიზიდოს რესურსები როგორც უცხოელი ინსტრუქტორების მეშვეობით, ასევე იმ მატერიალური საშუალებებით, რომლითაც მარაგდება და მდიდრდება ჯარი“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
 საველე სწავლება 2015 „სამგლე ველის“ დასრულების შემდეგ, თინათინ ხიდაშელი საველე სწავლებაში მონაწილე სამხედროებსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებს შორის გურჯაანის რაიონის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით გამართულ სპორტულ ღონისძიებებსაც დაესწრო და ჭიდაობასა და მკლავჭიდში გამარჯვებულებს სიგელები გადასცა.
სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციური საველე სწავლება 22 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს დასრულდება.
წვრთნებში ყველა დანაყოფის სადაზვერვო ასეულებისა და მხარდამჭერი ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა მონაწილეობს. სწავლებას პოლკოვნიკი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. საველე წვრთნების განმავლობაში სამხედროები სადაზვერვო, ტაქტიკურ, ტოპოგრაფიულ, სამედიცინო და საინჟინრო მომზადებას გაივლიან.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა
„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics