12:05 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-25 17:48:43, 397 ნახვა

სამართალი
ემზარ კვიციანი შესაძლოა, 28 იანვარს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ

კოდორის ხეობაში  პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ემზარ კვიციანი,  შესაძლოა, 28 იანვარს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" კვციანის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, დაცვისა  და ბრალდების მხარეებს  შორის სასჯელის ნაწილში საპროცესო შეთანხმება შედგა.

მისივე განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის მიერ დაცვის მხარესა და პროკურატურას შორის დადებული  საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში,  ემზარ კვიციანი გათავისუფლდება.

"ჩვენ მხოლოდ სასჯელის ნაწილში ვთანხმდებით, ბრალს არ ვაღიარებთ",-დასძინა ალექსანდრე კობაიძემ.

პროცესი 28 იანვარს 15: 30  საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, ემზარ  კვიციანი 2006 წლიდან, სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნებოდა. მას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

2014 წლის 28 თებერვალს კი, საქართველოში თავად ჩამოვიდა და  სამართალდამცველებს ჩაბარდა. კვიციანს  17 ნოემბერს  ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.აღსანიშნავია, რომ კვიციანს  თავდებში 35 დეპუტატი და გენერლები დაუდგნენ.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics