21:39 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-27 16:04:01, 740 ნახვა

პოლიტიკა
სამხედრო სავალდებულო სამსახური, შესაძლოა, გაუქმდეს

სამხედრო სავალდებულო სამსახური, შესაძლოა, გაუქმდეს. 

ცვლილებას „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლიც  ინიციატორიც პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძეა.

პროექტის თანახმად, გაუქმდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შესაძლებლობა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. 

საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება, სამხედრო ვალდებულება საომარი მოქმედებების დროს მოიხადოს. 

კანონპროექტის მიხედვით, იარსებებს მხოლოდ სამხედრო პროფესიული სამსახური და გაუქმდება სავალდებულო სარეზერვო სამსახური. 

თვითმმართველობებში გაუქმდება შესაბამისი სამსახური, რომლებიც ახორციელებენ მოქალაქეთა აღრიცხვას და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას. 

სამხედრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ნორმატიული აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და არა ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით. 

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის განსაზღვრული ფინანსები მიმართული იქნება სამხედრო პროფესიული სამსახურის ხელშეწყობისათვის, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო-პროფესიული არმიის შექმნას და საქართველოს თავდაცვის  უნარიანობის ამაღლებას.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics