17:27 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-27 17:03:52, 524 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტრო ლევან ბობოხიძის შეწყალებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძეს შეწყალებასთან დაკავშირებით, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეწყალების პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხს განმარტავს.

უწყების განცხადებას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრეზიდენტისთვის ან შეწყალების კომისიისთვის რაიმე სახის რეკომენდაციით არ მიუმართავს.

2015 წლის 11 მაისს №2 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ შეწყალების კომისიას, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, გადაუგზავნა მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძის დახასიათება, რომელიც სტანდარტულად ასახავს მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებულ მონაცემებს, მათ შორის, ინფორმაციას დაწესებულებაში მისი დასჯისა და წახალისების თაობაზე.

საყურადღებოა, რომ  შეწყალების კომისიამ საკითხი განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო 2015 წლის ივლისში, ინფორმაციის გადაცემიდან 2 თვის შემდეგ. შეწყალების კომისიას საკითხის განხილვის მომენტისთვის დამატებითი ან განახლებული ინფორმაცია არ გამოუთხოვია.

ამასთან,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ  2015 წლის 9 ივნისს, მსჯავრდებული ლევან ბობოხიძე დაისაჯა რეჟიმის დარღვევისთვის სამარტოო საკანში მოთავსებით.

უკანასკნელი ფაქტის გათვალისწინებით, სწორედ საკითხის არასრულყოფილ შესწავლას გულისხმობდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი მედიასთან  კომენტარის გაკეთების დროს, როდესაც მან შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებას „ნაჩქარევი“ უწოდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეწყალების კომისიის მოთხოვნის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მას გადაუგზავნოს მსჯავრდებულის დახასიათება, რომელიც ასახავს მხოლოდ მსჯავრდებულის შესახებ არსებულ ფაქტობრივ ინფორმაციას და არ შეიცავს შეფასებით ნაწილს, რომელშიც გამოხატული იქნება პენიტენციური დაწესებულების ან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პოზიცია, რეკომენდაცია ან რაიმე სხვა ფორმით მინიშნება ამა თუ იმ მსჯავრდებულის შეწყალების ან შეწყალებაზე უარის თქმის შესახებ. მსჯავრდებულის შეფასებასა და პრეზიდენტისთვის რეკომენდაციის მიცემას ახორციელებს მხოლოდ შეწყალების კომისია და პრეზიდენტის ყველა დადებითი თუ უარყოფითი გადაწყვეტილება შეწყალების კომისიის შეფასებითი პოზიციის შედეგია.  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, პენიტენციური დაწესებულებები შეწყალების პროცესში  მხოლოდ ტექნიკური უზრუნველყოფის ფარგლებში მონაწილეობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი - საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა
„თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
კობახიძე - გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის იმისათვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში ტყუილები აღარ მოხვდეს
რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics