10:20 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 09:36:10, 417 ნახვა

საზოგადოება
შსს–მ ბუპრენორფინის შემცველი 52 აბი ამოიღო

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ჯემალ მ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ხოლო  1976 წელს დაბადებული დავით ზ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჯემალ მ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას 49 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,392 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.  დავით ზ-ს პირადი ჩხრეკისას 3 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,008 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება  ჯემალ მ-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ( საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 3-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის 4-ე „ა“ ქვეპუნქტით), ხოლო დავით ზ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის  2-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე თავდასხმას 38 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ,,ჰეზბოლას“ წევრია
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics