02:00 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 13:31:37, 547 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი ეროვნულ ბანკზე: კანონი, რომელიც მივიღეთ, ნამდვილად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია

დღესდღეობით კანონი, რომელიც მივიღეთ, ნამდვილად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა შენიშვნა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან კანონპროექტთან დაკავშირებით გამოითქვა, გათვალისწინებული იქნა.

"თქვენ ნახეთ, რომ თავიდან, როდესაც დაიწყო პროცესი, ნამდვილად იყო ხარვეზები პროცესში სხვადასხვა განცხადებების სახით, შემდეგში თვითონ სექტორის მოთხოვნა იყო, პროცესი შეგვენელებინა, გაგვევლო როგორც კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად. მთავრობამ მოუსმინა ამ რეკომენდაციებს, უკვე ხედავთ, რომ ორი თვეა მიმდინარეობს განხილვა, რომელმაც უკვე ეს პროცესი გადაიყვანა აბსოლუტურად კონსტრუქციულ კანონშემოქმედებით პროცესში. ძალიან ბევრი, პრაქტიკულად ყველა შენიშვნა, რომელიც გამოითქვა საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან, იქნა გათვალისწინებული. დღესდღეობით კანონი, რომელიც მივიღეთ, ნამდვილად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, არსებობს ერთიანი მოდელი, როდესაც ეროვნულ, ცენტრალურ ბანკში არის კონსოლიდირებული საბანკო ზედამხედველობა, ასევე არსებობს განცალკევებული მოდელიც, რომელიც საქართველოში იქნება.

"მე არ ვიზიარებ იმ სპეკულაციებს, რომელიც ფაქტობრივად ამ პროცესის შეჩერებას ისახავს მიზნად. მგონია, რომ დღეს ჩვენ უკვე ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ყველამ ერთად ვეცადოთ, თუ კიდევ რამე არის ადმინისტრაციული კუთხით, იგივე კადრების შერჩევის კუთხით გასათვალისწინებელი, მაქსიმალურად ერთად, კონსოლიდირებულად გავაკეთოთ ისე, რომ ეს ინსტიტუტი იყოს ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics