01:43 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 14:34:39, 842 ნახვა

ეკონომიკა
"m2 უძრავი ქონება" მომხმარებელს ბინის შესაძენად, 1 წლამდე საშეღავათო პერიოდით, ახალ საკრედიტო პროდუქტს სთავაზობს

დეველოპერულმა კომპანიამ "m2 უძრავი ქონება", ახალი საცხოვრებელი კომპლექსი "m2 იპოდრომთან 2"-ი წარადგინა და წინასწარი გაყიდვების  დაწყების შესახებ განაცხადა.

ახალი ენერგოეფექტური  საცხოვრებელი კომპლექსი  "m2 იპოდრომთან 2" საბურთალოზე, კარტოზიას ქუჩაზე,  10 ნომერში აშენდება, ყველასთვის ცნობილი და წარმატებული საცხოვრებელი კომპლექსის, "m2 იპოდრომთან"  გვერდით.

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი 14,079 კვ.მ-ზე გაშენდება და სრულად  გარემონტებულ  819 ბინას  მოიცავს. გასაყიდი  ბინების ფართობი 36 კვ.მ-დან 170 კვ.მ-მდე მერყეობს, შესაბამისად, სასურველი ბინის შერჩევას ნებისმიერი გემოვნებისა  და საჭიროების მქონე ადამიანი შეძლებს.

ბინების მოსაპირკეთებლად  გამოყენებული იქნება ცნობილი  ევროპული ბრენდების  მიერ წარმოებული  სარემონტო  მასალები  და სადარბაზოები აღჭურვილი იქნება   თანამედროვე მაღალი ხარისხის   ლიფტებით.

 კომპლექსში გათვალისწინებულია  3 დონიანი ავტოსადგომი, გათვლილი ყველა ბინისთვის. "m2 იპოდრომთან 2"-ის  ტერიტორიაზე განთავსდება  თანამედროვე დიზაინის  2-სართულიანი საბავშვო ბაღი, რომელიც ორივე საცხოვრებელი კომპლექსის  ბინადარ პატარებს მოემსახურება.

კომპლექსის ეზოში განთავსებული იქნება რამდენიმე სარეკრეაციო  და დასასვენებელი ზონა ყველა  საჭირო ინფრასტრუქტურით, გათვლილი როგორც აქტიური, ასევე მშვიდი  დასვენებისთვის. კომპლექსის ტერიტოიაზე იქნება  კომერციული სივრცეც, სადაც  გაიხსნება მომავალი მაცხოვრებლისთვის საჭირო სავაჭრო და მომსახურების ობიექტები.

აღსანიშნავია, ბინების ფასი მაგალითად, 2-საძინებლიანი ბინის შეძენა  დასრულებული რემონტით, ჩაშენებული სამზარეულოს ავეჯითა  და ტექნიკით 39, 996 აშშ დოლარიდან  არის შესაძლებელი. კომპლექსში "m2 იპოდრომთან 2"-ბინის შეძენის მსურველებს  შესაძლებლობა აქვთ, წინასწარ დაჯავშნონ მათთვის სასურველი  ბინა განსაკუთრებით დაბალ ფასად, მხოლოდ  სექტემბრის ბოლომდე, სანამ გაყიდვები ოფიციალურად დაიწყება. ბინების დაჯავშნის პროცესი დაწყებულია.

აღსანიშნავია, რომ დეველოპერული კომპანია "m2 უძრავი ქონება" განსაკუთრებულ საკრედიტო პროდუქტებს სთავაზობს  4 მშენებარე საცოვრებელ კომპლექსში  ბინის შეძენის მსურველებს: m2 ნუცუბიძეზე, m2  ყაზბეგზე, m2 თამარაშვილზე, ოპტიმა ისანი. შეთავაზება გულისხმობს  საშეღავათო პერიოდს 1 წლამდე.

 ხსენებული შეთავაზება განსაკუთრებით  ხელსაყრელი იქნება მათთვის, ვისაც სურს  ბინის შეძენა, მაგრამ თავს იკავებდა  იპოთეკური სესხის აღებისგან, რადგან: იხდიდა ბინის ქირას, ან სურს არსებული ბინის გაყიდვა, ან ვერ აგროვებს პირველად შენატანს, ან არ ყოფნის უზრუნველყოფა,  ან უბრალოდ სურს შეიძინოს  ახალი ბინა და გააქირაოს იგი. იპოთეკური სესხით შეძენილი ბინის საფასურის გადახდა  ბინის ჩაბარების შემდეგაა შესაძლებელი. ასეთი ინოვაციური დაკრედიტების პირობის შეთავაზებით, კომპანია სცდილობს, მოსახლეობისთვის   ახალაშენებული ბინის შეძენა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი  გახადოს.

"m2 დღეს თავის ერთგულ მომხმარებელს სთავაზობს ორ სიახლეს: პირველი ეს გახლავთ ჩვენი ახალი პროექტი, რომელსაც ვიწყებთ იპოდრომთან,  "m2 იპოდრომთან" კომპლექსის გვერდით.იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს მიერ იპოდრომთან დასრულებულ კომპლექსში იყო მოთხოვნა ბინებზე და ყველა ბინა გაყიდულია, მივიღეთ გადაწყვტილება, მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი პროექტი დაგვეწყო.ეს პროექტი 819 ბინას მოიცავს, წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია, ამ პროექტის  შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ აგრძელებს m2 ტრადიციას და იქნება სხვა პროექტების მსგავსად ენერგოეფექტური, რაც  მისცემს ჩვენს კლიენტებს საშუალებას, დაზოგონ დაახლოებით, 20-25% კომუნალურ გადასახადებში. ბინები ჩაბარდება სრული რემონტით,  სამზარეულოთი, სამზარეულოს ჩაშენებული ტექნიკით. ამ კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება 2-სართულიანი საბავშვო ბაღი, რომელიც მოემსახურება როგორც ამ კომპლექსის, ისე ჩვენს მიერ დასრულებული კომპლექსის მაცხოვრებლებს და უმასპინძლებს ჩვენს პატარებს მშვენიერ გარემოში.

მეორე სიახლე, გახლავთ სრულიად ახალი ტიპის იპოთეკური სესხი, რომელიც გათვლილია იმ მომხმარებლებზე, ვისაც სურს ბინის შეძენა ჩვენს მიმდინარე პროეტქებში. მათ, ვისაც სურთ ბინის შეძენა ჩვენს კომპლექსებში, შეუძლიათ  მიმართონ საქართველოს ბანკს, აიღონ იპოთეკური სესხი, მანამ, სანამ ბინა არ ჩაბარდებათ, სესხზე არ იხდიან არაფერს, ანუ არც ძირს, არც პროცენტს. გადახდას იწყებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბინა ჩაბარდებათ. ეს არის პროდუქტი,  რომელიც უნიკალურ საშუალებას აძლევს იმ ხალხს,  ვინც, მაგალითად,  ქირით ცხოვრობს, არ აქვს საშუალება, რომ  ქირაც იხადოს და ბანკის სესხიც,  შეიძინონ ბინა და გადახდა ბანკის სესხის დაიწყონ მას შემდეგ, რაც შეწყვეტენ ქირას", - განაცხადა "m² უძრავი ქონების" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ბურდილაძემ.

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics