15:36 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 17:15:23, 617 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი: ომს არ იგებს მხოლოდ ჯარი, ომს იგებს მთელი საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დასავლეთ საქართველოს სამხედრო ბაზების დათვალიერება აჭარიდან დაიწყო.

თინათინ ხიდაშელი ტელერეპორტიორებთან ერთად ურეხში საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმს ესტუმრა. თავდაცვის მინისტრს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ახლდა. სამხედრო ბაზაზე სტუმრებს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დახვდა. პირად შემადგენლობასთან შეხვედრის შემდეგ თინათინ ხიდაშელმა ტელერეპორტიორებთან ერთად სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა და გამოფენილი შეიარაღება დაათვალიერა.

„ჯარი არის საზოგადოების ნაწილი. ზუსტად ისეთივე ნაწილი, როგორც სკოლაში მოსწავლეები და პედაგოგები, როგორც უნივერსიტეტში პროფესორები და სტუდენტები. ზუსტად ასე არიან ოფიცრებიც და ჯარისკაცებიც, მთელი საზოგადოების ნაწილი და, შესაბამისად, რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება საზოგადოებას იმ რეალობაზე, რომელიც არის ქართულ ჯარში, ერთი მხრივ, ინფრასტრუქტურის კუთხით და, მეორე მხრივ, საბრძოლო მზადყოფნის თვალსაზრისით, რაც მეტი ეცოდინებათ ოფიცრების, ჯარისკაცების, წლევამდელებისა და ხელშეკრულებით მყოფი ჩვენი ბიჭების განწყობებისა და დამოკიდებულებების შესახებ, მით უფრო მარტივი იქნება ნებისმიერ ამოცანასთან გამკლავება. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, წიგნებში წაგვიკითხავს, კინოებში გვინახავს, რომ ომს არ იგებს მხოლოდ ჯარი, ომს იგებს მთელი საზოგადოება. ეს არ არის ფრაზა, რომელსაც უბრალოდ ვამბობთ, ეს არის რეალობა. თუ არ არის ეს ყველაფერი ერთიანის შემადგენელი ნაწილი, მაშინ არაფერი გამოვა, ვერც ლოკალურ ამოცანებს გადავწყვეტთ და ვერც გლობალურ გამოწვევებს გავუმკლავდებით“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრი ბათუმის გარდა, კვირის განმავლობაში სენაკის, ხონის, საჩხერისა და ქუთაისის სამხედრო ბაზებს ესტუმრება, სამხედროებთან ერთად ივარჯიშებს და ჯარისკაცის ულუფას მიირთმევს. მინისტრის სტუმრობის დროს სამხედრო ბაზებზე სხვადასხვა ტიპის სპორტული ღონისძიებები მოეწყობა, იგეგმება უსაფრთხოების თემაზე ლექციების გამართვაც.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებო სამსახური - სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დავაკავეთ
კობახიძე - ნაკრების გამარჯვება აჩვენებს, რომ სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
პრემიერი - სტაჟირების პროგრამა წელსვე უნდა ამოქმედდეს და 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოს მიღებული
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელი სრულად აღიარონ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics