23:32 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 18:03:15, 493 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მრგვალ მაგიდას დაესწრო

ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სასტუმრო „შერატონში“ პაციენტთა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზაციების მიერ მრგვალი მაგიდა მოეწყო.

შეხვედრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე ესწრებოდნენ.

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღედ გამოცხადებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდისათვის: 2014 წლის 1 მარტს დაიწყო მკურნალობის უფასო პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; 2014 წლის 1 ივლისადან შესაძლებელი გახდა ფასდაკლებული პრეპარატების შეძენა. 2015 წლიდან ხელმისაწვდომია ახალი პრეპარატით (სოფოსბუვირით) უფასო მკურნალობა 5000 პაციენტისთვის. საქართველო შეირჩა ამ ინფექციის ელიმინაციის (ქვეყნის მასშტაბით აღმოფხვრის) პროგრამის განსახორციელებლად.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველ ეტაპზე მკურნალობაში ერთვება ღვიძლის მე-3 და მე-4 ხარისხის დაზიანების პაციენტები. შემდეგ კი ეტაპობრივად მოხდება C ჰეპატიტით დაავადებული ყველა პაციენტისჩართვა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსებას შეუერთდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც, კერძოდ, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა თანადაფინანსებას, ქალაქ ბათუმის მაცხოვრებელთათვის უზრუნველყოფს ქალაქ ბათუმის მერია, ხოლო მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ ბენეფიციართათვის, აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. იმ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ 70%-ი, ხოლოსაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქვეპროგრამის ფარგლებში 30%. სხვა მოსარგებლეს კი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ 30%-ი, ცენტრის ქვეპროგრამის ფარგლებში 60%-ი, ხოლო პაციენტთა მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 10%-ს.

27 ივლისის მდგომარეობით, რეგიონში მომსახურება გაეწია სულ 420 ბენეფიციარს, მ.შ. 135 მუნიციპალიტეტების მკვიდრია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანადაფინანსებით, რომელთაგანც 132 –ს ჩაუტარდა მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევები, ხოლო 3 ბენეფიციარი ჩართულია მკურნალობის პროცესში.

შპს ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ბოლო ინფორმაციით, მკურნალობის პროცესში ჩაერთო სულ 20 ბენეფიციარი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics