08:09 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 18:25:07, 552 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ ქობულეთში ახლად დაგებული გზის მონაკვეთები მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სოფელ ქობულეთში ახლად დაგებული  გზის  მონაკვეთები მოინახულა, სადაც გრუნტის გზაზე ასფალტი პირველად დაიგო.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ქობულეთი-ჭანკურიძეების გზაზე დაიგო 2 100 მ ასფალტის საფარი, რომლის ღირებულებაც 335 923 ლარია. სამუშაოებზე 15 ადგილობრივი 2 თვის განმავლობაში იყო  დასაქმებული.

„შიდა გზების მოწესრიგება  და სასოფლო გზების პრობლემატური მონაკვეთების რეაბილიტაცია ეტაპობრივად ხორციელდება. წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1610 კვ. მეტრ სიგრძის მონაკვეთზე ბეტონის საფარის გაკეთება.

ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანას გზის მონაკვეთის  4 300 მ  გზაზე  ასფალტობეტონის დაგება მიმდინარეობს. ამ მიმართულებით არასოდეს ყოფილა ასფალტი და ადგილობრივები გრუნტის გზაზე გადადგილდებოდნენ. პროექტის  ღირებულება 1 339 790  ლარია. სამუშაოები  14 აპრილს  დაიწყო და   12 აგვისტოს დასრულდება. ობიექტზე 12 ადგილობრივია  დასაქმებული.

პარალელურად მიმდინარეობს წყალსადენი სისტემის მოწესრიგება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაგეგმილია 6 500 გრძივი მეტრი სხვადასხვა ზომის მილების ახლით ჩანაცვლება. წყალსადენის რეაბილიტაციის შემდეგ პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება“, - აცხადებენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში.








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics