18:02 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 19:09:19, 618 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელმა სენაკის სამხედრო ბაზა დაათვალიერა

თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დასავლეთ სარდლობის დანაყოფებში გრძელდება.

დღეს ჟურნალისტებთან ერთად თინათინ ხიდაშელი სენაკის მეორე ქვეით ბაზას ესტუმრა.

თავდაცვის მინისტრს ბრიგადაში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დასავლეთ სარდლობის მეთაური, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი დახვდნენ.

თინა ხიდაშელი თავდაპირველად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. შემდეგ კი დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. 

„დღეს დილიდან შეხვედრა გვქონდა აქ, სამეგრელოში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების მშობლებთან. პრობლემების ნაწილი ამ ოჯახების სოციალურ მდგომარეობას უკავშირდება. მათ თავდაცვის სამინისტროსთან არ აქვთ პრეტენზიები და მუდმივად აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებულ მზრუნველობას ვიჩენთ, მაგრამ, არის საკითხები, რომლებიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მოსაგვარებელია. პირობა მივეცი მათ, რომ შევეცდები, ეს პრობლემები გამგეობებთან და საკრებულოებთან ერთობლივი მუშაობით გადავწყვიტოთ. თავად ბაზას რაც შეეხება, აქ სხვადასხვა კორპუსი სხვადასხვა დროს არის გაკეთებული. ორის რემონტი ამჟამადაც მიმდინარეობს. პრობლემები უამრავია. ყველაზე დიდ პრობლემას უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოები ქმნის. ახლა ლაზარეთში ვიყავით, სადაც მეორე სართულზე არც ერთი სველი წერტილი არ მუშაობს თავად წარმოიდგინეთ ავადმყოფების მდგომარეობა, რომლებიც მეორე სართულზე არიან და სველი წერტილებით სარგებლობისთვის პირველ სართულზე უწევთ ჩასვლა. მთლიანად შენობა საფუძვლიანად არის მოსაწესრიგებელი, კანალიზაციის სისტემაც არ მუშაობს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული კუთხით დიდ ბაზებთან შედარებით მცირე ბაზებზე მეტი პრობლემებია, საკითხის დეტალურად შესწავლა კი იმიტომაც არის საჭირო, რომ 2016 წლის ბიუჯეტში ერთ-ერთი პრიორიტეტი, სწორედ, ამ ბაზების მოწესრიგება იყოს.

თავდაცვის მინისტრმა დღესვე სენაკის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. მოინახულა სამხედრო სასროლეთი, პოლიგონი და ბაზაზე არსებული სიტუაციის შესახებ ბრიგადის ხელმძღვანელობისგან ინფორმაცია უშუალოდ მიიღო. თავდაცვის მინისტრი და რეპორტიორები დღეს ბაზაზე დარჩებიან. მომდევნო დღეებში კი დასავლეთ სარდლობის სხვა დანაყოფებს ესტუმრებიან და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics