09:21 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 16:01:15, 679 ნახვა

კომენტარი
გიგაური: თუკი პრემიერი ჩვენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს აჟიოტაჟში გვადანაშაულებს, ეს მისი პოზიციაა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური არ იზიარებს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“  კანონპროექტთან დაკავშირებით აჟიოტაჟია  შექმნილი.

როგორც გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმის თაობაზე, რომ კანონპროექტი ეროვნული ბანკისთვის  და ქვეყნის ეკონომიკისთვის დამაზიანებელია, არამხოლოდ თავად,  არამედ მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები საუბრობენ.

„ჩვენ ამ შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო გამოცდილებით. ასევე მხოლოდ ერთადერთი  მხარე არ ვართ, ვინც საუბრობს იმაზე, რომ ეს დამაზიანებელი კანონპროექტია. ამაზე საუბრობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.  შესაბამისად, თუკი პრემიერი ჩვენ და ამ ორგანიზაციებს ადანაშაულებს  აჟიოტაჟში და პროვოკაციაში ეს უკვე  მისი პოზციციაა. მე ამას არ ვეთანხმები“,-აღნიშნა გიგაურმა.

ამასთან,  ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის თქმით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა თითოეული ადამიანის ვალია და თუკი ამ დამოუკიდებლობას რაიმე ხელს შეუშლის, მას შეეწინაღმდეგებიან.

„ხელოვნური აჟიოტაჟი თუა ის მთელი საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების განცხადება,  ბოლო 15 წლის განმავლობაში არ მახსენდება ერთობლივი განცხადება გაეკეთებინათ ამგვარი ინიციატივის წინააღმდეგ,  მაშინ შეგიძლიათ დაარქვათ ხელოვნური, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა,  თითოეული  ჩვენგანის ვალია“,-განაცხადა ნინო ევგენიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის „კატეგორიულად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ე.წ ოპონენტებმა ხელოვნურად ატეხეს და სამწუხაროა, რომ მათ ამ ჟრიამულს პრეზიდენტიც შეუერთდა“.

მისივე თქმით, კანონში სრულად გათვალისწინებულია როგორც ევროკავშირის, ისე - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ყველა რეკომენდაცია.

„მართლაც ვერ ვხედავ ამ აჟიოტაჟის ვერავითარ საფუძველს. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, აგორებული კამპანია, რომელიც აზიანებს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო კლიმატს და ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის საკითხია. ამ ადამიანებს აბსოლუტურად არ ესმით, რა არის სახელმწიფო და მისი ინტერესები და არ აქვთ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრებათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე ხელოვნურად ქმნის აჟიოტაჟს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მაგალითად დაასახელა პოლონეთის საბანკო სისტემა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს და აღნიშნა, რომ პოლონეთში, საბანკო ზედამხედველობის სააგენტო ცალკეა.

„მაქვს კითხვა ამ ადამიანების მიმართ, თუ პოლონეთის საბანკო სისტემა საუკეთესოა და ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოა, მაშინ სად არის შეკითხვები?! ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური სპეკულაციები, რომ კიდევ ერთხელ დააზიანონ ბიზნესგარემო და დააფრთხონ ინვესტორები. ყველას მოვუწოდებ, დამშვიდდნენ და დაასრულონ აჟიოტაჟი. ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის და არა ის, რა კანონს მივიღებთ. ჩვენ კანონებს ვიღებთ ქვეყნისთვის და არაფერს გავაკეთებთ სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. პაულსენების გადმოსვლა საქართველოში და მათი ინვესტიცია არის პასუხი ყველა იმ სკეპტიკოსზე, კრიტიკოსსა და უპასუხისმგებლო ადამიანზე, რომელიც ასე უცერემონიოდ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ ვაზიანებთ ბიზნესგარემოს“, - აღნიშნა პრემიერმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics