19:24 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 16:08:52, 781 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ხანძარსაწინააღმდეგო წესები მაქსიმალურად დაიცვან

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში ხანძრის შედეგად  თითქმის 4000 ჰექტარი ტყის ფართობი დაზიანდა.

მინისტრის შეფასებით, ტყეში ხანძრის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა.

„ხანძრის წარმოშობის მხრივ, განსაკუთრებული რისკის მატარებელია წიწვოვანი კორომები. 2012 წელს ტყის ხანძრის 11 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც 199 ჰა ტყის მასივი განადგურდა, 2013 წელს 35 ხანძრის შემთხვევამ -- 88 ჰა ფართობი მოიცვა. 2014 წელს ტყის ხანძრის 69 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც 705,14 ჰა ტყის მასივი დაზიანდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომის დროს, დაბომბვის შედეგად ბორჯომი–ხარაგაულის ტყე–პარკის, წაღვერის მონაკვეთზე ხანძრის შედეგად 900 ჰა იქნა დამწვარი  და დღემდე ჩვენ მხოლოდ 80ჰა–ს აღდგენისათვის შევძელით, რომ გაგვეწია შრომა, ჩვენს მეგობრებთან, უცხოელ დონორ ორგანიზაციებთან ერთად.  1 ჰა დამწვარი ტყის აღდგენასა და მოვლას, ათწლეულები და დაახლოებით 30 000 ლარზე მეტი  სჭირდება“, – განაცხადა აგულაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

მან მოსახლეობას მოუწოდა, მკაცრად დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების წესები.

ამასთან, მინისტრის თქმით, მაღალი ტემპერატურა დაუდევარი ქმედების შედეგად ხანძრის გაჩენას ხელს უწყობს.

„მაღალი ტემპერატურის გამო, დაუშვებელია ჩაუქრობელი სიგარეტის ნამწვის გადაგდება, ტყეში აალებადი ნივთირებების დატოვება, ან უყურადღებოდ კოცონის დატოვება“, – განაცხადა აგულაშვილმა.

მან სადღესასწაულო ცენტრებსა და რესტორნებში მომუშავე პერსონალს მიმართა, რომ მაქსიმალურად არ გამოიყენონ პიროტექნიკური საშუალებები.

„გუშინ, ყვარელში ტყე გადარჩა, მაგრამ მინდვრის გარკვეული ხანძრის გამო დაიწვა, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, გაჩნდა პიროტექნიკის  გაუფრთხილებელი გამოყენების გამო. ჩვენ შეგვიძლია ადმინისტრაციულ ღონისძიებებს მივმართოთ, დავაჯარიმოთ, მაგრამ ტყის აღდგენა გაცილებით უფრო გრძელვადიანი და ფინანსურად ტევადი იქნება, ვიდრე ის ჯარიმა, რაც გათვალისწინებულია, ადმინისტრაციული სამართალდრღვევის კოდექსით. მინდა მოგიწოდოთ, გთხოვოთ, რომ იყოთ ყურადღებით, დაიცვათ მაქსიმალურად სახანძრო უსაფრთოების წესები. თუ სადმე, ვინმემ ხანძრის რამე ნიშანი შენიშნეთ, ასევე გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენ ცხელ ხაზზე #153–ზე, ასევე შეატყობინოთ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს. რა თქმა უნდა მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ასეთი პროცესის პროვოცირებებს, მაგრამ თვითაალების შემთხვევები მაღალი ტემპერატურის გამო, ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ყველა შემთხვევა, რაც ჩვენთვის ცნობილია, დაკავშირებულია ადამიანის უგუნურ დამოკიდებულებასთან, ანუ იმასთან, რომ ხანძრის კერა ჩნდება ადამიანის მოქმედებით და არა თვითაალებით“, – აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics