18:23 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 16:20:04, 387 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიშვილი: მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ასახავს

პრეზიდენტის მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადებასთან  დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილი განცხადებას თავად გააკეთებს.

მისივე თქმით, ვეტოს დადების შემთხვევაში, პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების სახით, ჩამოყალიბებული კანონპროექტი წარედგინება.

აბაშიშვილი ირწმუნება, რომ კანონპროექტი სრულად ასახავს საუკეთო ევროპულ პრაქტიკას და თანხვედრაშია ასოცირების დღის წესრიგთან.

„რაც შეეხება ვეტოს, პრეზიდენტი თავად გააკეთებს განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით. პრეზიდენტის დავალებით ვაწარმოებდი 10 დღიან პროცესს, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული, მოტივირებული შენიშვნები საბანკო ზედამხედველობის კანონთან დაკავშირებით ერთის მხრივ, გავაცანი საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათგან შესაბამისი რეკომენდაციები მივიღეთ, მეორეს მხრივ ამ საკითხზე დღეს  გვქონდა არასამთავრობო სექტორთან საუბარი და ძალიან ღირებული მოსაზრებები გამოითქვა მათი მხრიდან.  რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა, წარედგინოს პარლამენტს ვეტოს დადების შემთხვევაში, სრულად ასახავს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას; სრულად არის თანხვედრაში ასოცირების დღის წესრიგთან, სადაც საუბარია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის  გაძლიერებაზე, ასახავს ევროპის ცენტრალური ბანკის პოზიციას, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციციას,  სადაც საუბარია, რომ  საბანკო ზედამხედველობა უნდა დარჩეს ეროვნული ბანკის შემადგენლობაში“,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ცნობისთვის, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში  ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებისა და პარლამენტის მიერ მისი დაძლევის შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორი საკონსტიტუციო სასამართოლოში სარჩელის შეტანაზე საუბრობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო
TI - „ქართული ოცნება“ ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ივანიშვილს არგებს
სააკაშვილი - ხალხის დაკვეთა ერთიანობაა, რაც არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს - ამ შემთხვევაში, ოპოზიცია „ოცნებას“ 70/30 პროპორციით დაამარცხებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics