10:23 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 17:22:17, 404 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის შედეგად დაზარალებული 21 ოჯახი, საცხოვრისით უზრუნველსაყოფად კომპენსაციას მიიღებს

13 ივნისის ღამეს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული 8 ოჯახი, სულადობის მიხედვით თანხას მიიღებს, 13 ოჯახი კი, მათ საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულებით ანაზღაურებას.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ოჯახებს უახლოეს პერიოდში სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე  6 029 756 ლარს გადაერიცხებათ.

„ქ. თბილისის  მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მიმდინარეობს მოსახლეობისთვის შეთავაზებების გაკეთება 2015 წლის 5 ივლისს ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა ფულადი დახმარების გაცემის წესის  საფუძველზე.

მომხდარი სტიქიის შედეგად მდინარე ვერეს ხეობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა ის არეალი, რომელშიც მოხვედრილ მოსახლეობას აღნიშნული წესი შეეხო. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან საწყის ეტაპზე შეთავაზება გაუკეთდა სვანიძის ქუჩისა და წყნეთის ხევში აღნიშნულ არეალში მოხვედრილ 39-ვე ოჯახს.  (იხ. თანდართული ცხრილი)

მოცემულ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია 21 ოჯახთან, ჯამში 101 ადამიანთან. მოცემული ოჯახებიდან 8 დაეთანხმა თანხის ანაზღაურებას ოჯახის სულადობის მიხედვით, ხოლო 13 - მათ საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულებით ანაზღაურებას. მიღწეული შეთანხმების შედეგად ქ. თბილისის მერია აღნიშნულ ოჯახებს უახლოეს მომავალში მათთვის შექმნილ ანგარიშზე  6 029 756 ლარს გადაურიცხავს“, – ნათქვამია მერიის ანცხადებაში. 

ამასთან, მერიაში აცხადებენ, რომ  13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს. დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ისარგებლონ.

პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს საწყის ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის საბაზრო ღირებულების ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების (განსაკუთრებული რისკის მატარებელ) ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის, რაც გულისხმობს იმ სხვაობის გადახდას, რომელიც არსებობს ოჯახის საკუთრებაში ადრე არსებულ ქონებასა და მერიის მხრიდან პირველს ეტაპზე ოჯახისთვის გაცემულ თანხას შორის. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ოჯახისთვის მერიის მხრიდან პირველ ეტაპზე გაცემული თანხა აღემატება ოჯახის პირველადი ქონების სანბაზრო ღირებულებას, დაზარალებულ ოჯახს რჩება მეტობით მიღებული თანხა. ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყოვნებლივ გამოისყიდის.

გარდა ამისა, მერიის ცნობით,  დაზარალებული ოჯახები მიიღებენ საკომპენსაციო თანხას ავეჯისა და ტექნიკის შესაძენად, რომელიც 8 000 ლარიდან 10 500 ლარამდე მერყეობს  და განისაზღვრება სულადობის მიხედვით. კერძოდ, 1-2 წევრიანი ოჯახი 8 000 ლარს, 3-4 წევრიანი ოჯახი 8 700-ს, 5-6 წევრიანი ოჯახი 9400-ს, 7 და მეტ წევრიანი ოჯახი 10 500 ლარს მიიღებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - არჩევნები გადამწყვეტი იქნება, იმისთვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი
პრეზიდენტი - მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics