11:52 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 17:35:58, 618 ნახვა

საზოგადოება
ფსიქოტროპული ნივთიერებების ურეცეპტოდ გაცემის გამო 9 აფთიაქს ლიცენზია გაუუქმდა

1 იანვრიდან 29 ივლისის ჩათვლით, ფსიქოტროპული ნივთიერებების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე 69 ადმინისტრაციული ოქმი შედგა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევის გამო 9 აფთიაქს ლიცენზია გაუუქმდა. დანარჩენ შემთხვევაში კი აფთიაქებს ფულადი სანქციები დაეკისრათ.

დადგენილების მიხედვით, ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაციის ფაქტებზე, პირველ ჯერზე ჯარიმა განისაზღვრება 6000 ლარის ოდენობით. მეორე და ყოველი შემდგომი შემთხვევა ითვალისწინებს ფულად ჯარიმას 12 000 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში თუ ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციის ფაქტი ერთიადაიგივე აფთიაქში ერთი წლის განმავლობაში სამჯერ დაფიქსირდა, რეგულირების სააგენტო, სასამართლო დადგენილების საფუძველზე უფლებამოსილია აფთიაქს ლიცენზია გაუუქმოს.

სამინისტროს ცნობით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ზღუდავს იმ აფთიაქის მეპატრონეს, რომელსაც ლიცენზია უკვე ჩამორთმეული აქვს, სამეწარმეო საქმიანობა იმავე ადგილას, თუმცა ამჯერად სხვა სახელწოდებით დაიწყოს.

უკვე შემუშავებულია ცვლილებები კანონპროექტში, რომლის მიხედვითაც ლიმიტირებული გახდება ფსიქოტროპული აფთიაქების რაოდენობა და ნებართვა გაიცემა მხოლოდ ტერიტორული პრინციპით:  თბილისის მასშტაბით, თითო უბანზე გაიცემა მხოლოდ 2 ნებართვა; თვითმმართველ ქალაქებში - 50 000 მოსახლემდე გაიცემა 1 ნებართვა. ყოველ შემდგომ 50 000 მოსახლეზე კი დამატებით გაიცემა კიდევ 1 ნებართვა; მუნიციპალიტეტებში გაიცემა არაუმეტეს 1 ნებართვისა.

ჯანდაცვის სამინიტროს ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე გადაგზავნილია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ხალხის ძალა“ - ჩვენ შეგვიძლია, ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics