2015-07-29 17:43:53, 613 ნახვა
სამხედრო
ბრიტანელმა მრჩეველმა თავდაცვის სამინისტროში მუშაობა დაასრულა
თავდაცვის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სპეციალურმა მრჩეველმა ჯონ მაკკულამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობა დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამგზავრებამდე ჯონ მაკკულა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ანა დოლიძესა და სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდნენ. ანა დოლიძემ ჯონ მაკკულას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მან ბრიტანელ მრჩეველს მადლობის სიგელი გადასცა და თავდაცვის უწყებაში მისი მუშაობის პერიოდი დადებითად შეაფასა. „ჩვენ ბრიტანულ მხარესთან დიდი ხანია აქტიურად ვთანამშრომლობთ. რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯონ მაკკულამ რეალურად მნიშვნელოვანი კონსულტაცია გაგვიწია ყველა იმ პრობლემურ საკითხზე, რომელიც დღეს გვაწუხებს - იქნება ეს დაჭრილი მეომრების რეაბილიტაცია, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია თუ სოციალური დახმარების გაწევა ჩვენი შეიარაღებული ძალების წევრებისთვის. ეს არის საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელება“, - განაცხადა ანა დოლიძემ. ჯონ მაკკულამ ქართულ მხარეს რეკომენდაცია მისცა აღებული გეზი გააგრძელოს. „ის განვითარება და პროფესიონალიზმი, რაც მე აქ დავინახე, ნამდვილად დასაფასებელია“ - აღნიშნა ბრიტანელმა მრჩეველმა. დიდმა ბრიტანეთმა თავდაცვის სამინისტროში სპეციალური მრჩეველი ორი თვის წინ დროებით მოავლინა. ჯონ მაკკულა თავდაცვის უწყებას კონსულტაციებს რეფორმების განხორციელების პროცესში უწევდა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|