16:50 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 11:12:33, 318 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს ეხმაურება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს ეხმაურება.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ტრეფიკინგის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს.

„30 ივლისს მსოფლიო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საერთაშორისო საზოგადოება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით ამ დღეს 2014 წლიდან ფართოდ ეხმაურება, რითაც ხაზს უსვამს ტრეფიკინგის პრობლემის მნიშვნელობას. საქართველო, როგორც გაერო-ს წევრი სახელმწიფო, იზიარებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სულისკვეთებას და უერთდება ამ დღის აღნიშვნას.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით საქართველო მიერთებულია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციებს. არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციურ დონეზე ფუნქციონირებს სპეციალური უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმი და მჭიდრო თანამშრომლობა ხორციელდება საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, როგორც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი უწყება, აქტიურად განაგრძობს 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებას; ამასთან, კოორდინაციას ახდენს ოთხივე მიმართულებით, რაც მოიცავს პრევენციას, მსხვერპლთა დაცვას, დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური და პროაქტიური ღონისძიებების განხორციელებასა და თანამშრომლობას.

ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში განხორციელებული ღონისძიებებისა და პროაქტიური გამოძიებების წარმოების შედეგად, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც გამოძიების, ისე სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოს განაჩენების რაოდენობა.

დანაშაულის პრევენცია ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და სხვა პარტნიორ უწყებებთან ერთად ინტენსიურად ახორციელებს ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობ კამპანიას. დამატებით,  საგრანტო კონკურსის ფარგლებში, 2015 წელს იუსტიციის სამინისტრომ გამოავლინა 2 გამარჯვებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აჭარისა და იმერეთის რეგიონებში ჩაატარებენ ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა სახის ღონისძიებას ტრეფიკინგის თემაზე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics