04:16 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 14:38:44, 346 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, სავალუტო ფონდის დამატებითი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოთქმული დამატებითი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კვირიკაშვილის განმარტებით, გუშინ პრემიერ-მინისტრისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის შეხვედრაზე დამატებითი შენიშვნები იქნა განხილული. მისი თქმით, აღნიშნული შენიშვნები პარლამენტში დამატებითი ინიცირებით შევა.

"ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა აბსოლუტურად გამჭვირვალე, კანონშემოქმედებითი პროცესი, რომლის განმავლობაშიც საქართველოს მთავრობა აწარმოებდა კონსულტაციებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და მიღებული იქნა კანონპროექტი, რომელშიც ძალიან ბევრი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული. უდიდესი უმრავლესობა იმ შენიშვნებისა, რომლებიც წარმოდგენილი იქნა, იქნა გათვალსწინებული. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრი შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, რომლის დროსაც განხილული იქნა რამდენიმე დამატებითი შენიშვნა, რომელიც იქნა წარმოდგენილი სავალუტო ფონდის მხრიდან. პრემიერის მხრიდან იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილი დამატებითი შენიშვნების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებული იქნას და სექტემბერში, როდესაც იქნება სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში, იქნას დამატებითი ინიცირებით პარლამენტში გათვალისწინებული წარმოდგენილი შენიშვნები, რომლებიც იქნა დამატებით გამოთქმული სავალუტო ფონდის მხრიდან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, არსებული ვითარების ფონზე არანაირი მიზეზი აღარ არსებობს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტო იქნას გამოყენებული.

"შესაბამისად, რაიმე ახალი პროცესისა და ინიციატივების დაწყება და ახლიდან შესვლა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტურებთან კონსულტაციებში, მიმაჩნია მიზანშეუწონლად. გამომდინარე აქედან, ვეტოს დადების მიზეზს დღემდეც ვერ ვხედავდი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იქნა გავლილი და მითუმეტეს პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, აღარ რჩება არანაირი მიზეზი, რომ იქნას გამოყენებული ვეტო. თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ამის უფლებამოსილება გააჩნია", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics