13:34 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 11:57:35, 337 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: რეგიონში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ევროკავშირის მხარდაჭერა გადამწყვეტია

„რეგიონში არსებული რეალობის გათვალისწინებით ჩვენთვის ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა გადამწყვეტია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ლიტვის პრემიერთან ალგირდას ბუტკევიჩიუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ლიტვის პრემიერი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს.

„შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების პროცესის თაობაზე ვისაუბრეთ. ლიტვის პრემიერს ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი მკვეთრად გამოხატული მხარდაჭერა აქვს “, – განაცხადა  ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მიმდინარე წლის მაისში დაგეგმილი რიგის სამიტისვის ემზადება და ქვეყნის ამოცნაა,  ამ სამიტზე კონკრეტული შედეგებით წარსდგეს.

„ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სერიოზულად ვემზადებით მიმდინარე წლის მაისში დაგეგმილ რიგის სამიტისთვის.  ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.  ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სამიტზე წავრსდგეთ კონკრეტული შედეგებით და როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორმა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის წარმატების მაგალითი. ასევე მე მინდა მადლობა გადავუხადო ლიტვას ნატოს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის, ეს მართლაც თვალსაჩინო იყო ყველასთვის“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რეგიონში შექმნილი ვითარების თაობაზე იმსჯელეს.

„მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ჩვენთვის  ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა გადამწყვეტია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
სააკაშვილი - ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის - ის ერთი ხელის გაწვდენაზეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics