22:53 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 15:59:10, 424 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი: ლევან ბობოხიძე რეჟიმის დარღვევისთვის დასჯილი იყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილისთვის ლევან ბობოხიძის საქმეთან დაკავშირებით, შეწყალების კომისიის არგუმენტები მიუღებელია.

როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბობოხიძის შეწყალების გადაწყვეტილება არასრულყოფილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მოხდა.

მინისტრის განმარტებით, კომისიას უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია ლევან ბობოხიძე დასჯილი იყო თუ წახალისებული.

გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ლევან ბობოხიძე რეჟიმის დარღვევისთვის დასჯილი იყო.

„მე ამ შეწყალებას ვუწოდე ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ამის საფუძველი მქონდა იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული არასრულყოფილი ინფორმციის ანალიზის საფუძველზე. ჩემთვის შეწყალების კომისიის  არგუმენტები მიუღებელია. კომისიას ჩემგან უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია იმის შესახებ ლევან ბობოხიძე დასჯილი იყო თუ წახალისებული. მათ ეს ინფორმაცია არ გამოუთხოვიათ. ლევან ბობოხიძე რეჟიმის დარღვვევისთვის დასჯილი იყო“,-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე შეიწყალა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics