18:58 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 19:44:59, 536 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში დასასვენებლად მიწვეული თბილისის სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვები არჩილ ხაბაძემ მოინახულა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დღეს, ბათუმს, თბილისში 13 ივნისს განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები ეწვივნენ.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩასვლის პირველივე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბავშვებს ბანაკში ეწვია და მათი ცხოვრების პირობებით დაინტერესდა.

19 ბავშვი, რომელთა ასაკი 10-დან 15 წლამდე განისაზღვრება 8 მშობელთან ერთად ბათუმში უკვე გამოემგზავრნენ. მოზარდების აჭარაში დასვენება/რეაბილიტაციის კურსს 30 ივლისიდან 15 აგვისტომდე გაივლიან. მათთვის სარეაბილიტაციო ცენტრ „თანა“-ში ბანაკური ტიპის ცხოვრება მოეწყობა. ბავშვები თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ თენიეშვილმა გამოაცილეს. ბავშვების უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველსაყოფად ავტობუსს დაცვის სამსახური აცილებს.

წინასწარ განსაზღვრული დღის განრიგის მიხედვით მოზარდები დილას გამამხნევებელი ვარჯიშით დაიწყებენ. 15 დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. დაგეგმილია ექსკურსიები: ბოტანიკურ ბაღში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ხელოვნების მუზეუმში და გონიოს ციხეზე. ბავშვები დაესწრებიან დელფინების შოუს, კონცერტებს - ბათუმის საზაფხულო თეატრში და ბათუმის მუსიკალური ცენტრში, გაისერნებენ ბათუმს ძველ და ახალ ბულვარში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, დაათვალიერებენ ღამის ბათუმს, მაჭალმთიან აჭარას, ეწვევიან გასართობ ცენტრ „ციცინათელას”. ბავშვებს ჩაუტრდებათ ტრენინგ-სემინარები ჯანსაღი ცხოვრების წესის და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების შესახებ. ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან ოთხჯერადი კვებით და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო პირობებით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics