04:06 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 10:21:54, 412 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური: ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაედოს

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ის ვერ ხედავს ვერანაირ საჭიროებას, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაედოს.

როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, საბანკო ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის სისტემაში იქნება, მაგრამ არ იქნება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში.

"მთავრობაზე განვიხილეთ და ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, რომ შენიშვნების ძალიან დიდი ნაწილი იქნება გათვალისწინებული. სექტემბრის თვეში თბილისში ჩამოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელთან ერთადაც ამას გავივლით და შევთავაზებთ კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ მოხდება ამის ასახვა მოქმედ კანონში. ასე რომ, მე ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას დაედოს ვეტო ან გამოყენებული იყოს სხვა მექანიზმი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, არავის არასდროს უთქვამს, რომ ეროვნული ბანკის სისტემიდან გამოვა ეს სამსახური.

"არავის არასდროს უთქვამს, რომ ეროვნული ბანკის სისტემიდან გამოვა ეს სამსახური და ასეთი პრობლემა არასდროს დამდგარა. ის რჩება ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ, ის იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ის იქნება ეროვნული ბანკის ქოლგის ქვეშ. საბანკო ზედამხედველობის სამსახური იქნება ეროვნული ბანკის სისტემაში, მაგრამ არ იქნება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში. ჩვენ ვთავაზობთ, რომ იმ შენიშვნებიდან, რომელიც ბატონმა სადიკოვმა წარმოადგინა, მათ დიდ ნაწილს დავეთანხმებით და ამაზე ბატონ სადიკოვთან და სავალუტო ფონდის მისიასთან გავაგრძელებთ კომუნიკაციას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი​“ ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics