17:27 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 12:51:42, 404 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს რა თქმა უნდა დაძლევს

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე თამაზ მეჭიაურის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებით, „ხალხს თავი შეახსენა, რომ ის პრეზიდენტია“.

როგორც მან  „ექსპრესნიუსს“ განუცხადა,  პრეზიდენტის ვეტო უარგუმენტოა და მას პარლამენტი დაძლევს.

„რა თქმა უნდა პარლამენტი ვეტოს დაძლევს. რაც შეეხება პრეზიდენტის განმარტებებს, თუ რატომ დაადო ვეტო, მე ვერ ვნახე ვერც ერთი არგუმენტი, რომელიც იძლეოდა ვეტოს დადების საფუძველს, გარდა იმისა, რომ მან ხალხს შეახსენა  თავი, რომ პრეზიდენტია.  კომერციული ბანკების ასოციაციამ ცალსახად დაუჭირა მხარი ჩვენს მიერ მიღებულ კანონს. მათი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებული იქნა. პრეზიდენტს ჰყავს თავისი არასამთავრობოები და რამდენიმე ბიზნეს წრე, რომლებიც ვის წარმოადგენენ, ხალხის რომელ ფენას, ან თვითონ რომელ ამომრჩეველს ეყრდნობა,  ეგეც გაურკვეველია. მან მიატოვა ის ხალხი, ვინც პრეზიდენტი აირჩია“, - აღნიშნა მეჭიაურმა.

ცნობისთვის, ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს.

კერძოდ, იქმნება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებისა და მისი ხელმძღვანელის არჩევის წესებს. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება
პაპუაშვილი - ევროინტეგრაციის გზაზე „ოცნების“ ათწლიანი პროგრესის შემდეგ, უვიზო მიმოსვლის მეშვიდე წლისთავი ყველა მიღწევას გვახსენებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics