21:40 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 13:01:38, 402 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიშვილი: ვეტო არის იდეალური გამოსავალი, რომ მოტივირებული შენიშვნებით ჩამოყალიბებულმა კანონპროექტმა მხარდაჭერა მოიპოვოს

ეს არის იდეალური გამოსავალი იმისთვის, რომ მოტივირებული შენიშვნების სახით, ჩამოყალიბებულმა კანონპროექტმა მხარდაჭერა მოიპოვოს, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ალტერნატიული კანონპროექტი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოზიციასთან სრულად არის თანხვედრაში .

„მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინება, სრულად არის თანხვედრაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების იმ პოზიციებთან, რომ საბანკო ზედამხედველობა უნდ დარჩეს ეროვნული ბანკის შემადგენლობაში. უფრო მეტიც, გაძლიერდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, მათ შორის საბანკო ზედამხედველობის ეფექტიანი ფუნქციონირება. სრულად არის თანხვედრაში ასოცირების დღის წესრიგთან, ევროკავშირის პოზიციებთან, სადაც საუბარია, რომ უნდა იყოს გამოყენებული ევროპის საუკეთესო პრაქტიკა. ამავდროულად, სრულად არის თანხვედრაში ბაზელის კომიტეტის პრინციპებთან. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს არის იდეალური გამოსავალი, იმ დროს, როდესაც კანონპროექტში, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, როგორც მთავრობის წევრები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ფუნდამენტური შენიშვნები ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია. ეს არის იდეალური გამოსავალი, რომ ამ ალტერნატიულმა კანონპროექტმა მხარდაჭერა მოიპოვოს, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორება, არის თავსებადი ყველა ძირითად პრინციპთან“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკის სისტემაში რჩება, აბაშიშვილის განმარტებით, კანონპროექტში ნათლად ჩანს, რომ ყალიბდება დამოუკიდებელი სტრუქტურა.

ამასთან, აბაშიშვილის თქმით, ალტერნატიული კანონპროექტით ეროვნულ ბანკის საბჭოს წევრების დაცულობა კიდევ უფრო ძლიერდება.

„წარმოდგენილ კანონპრეოქტში ნათლად ჩანს, ყალიბდება დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც თავისი შინაარსით არ ექვმდებარება არც ერთ სხვა დაწესებულებას. არსებულ ვითარებაში ეროვნულ ბანკის საბჭოს წევრების დაცულობა არის ძალიან მაღალი, თანახმად სხვადასხვა ტიპის გარანტიებისა. თუმცა, ეს კიდევ უფრო მეტად ძლიერდება, როგორც გათავისუფლების საფრთხის, პასუხისმგებლობის და ასევე პოლიტიკური გავლენისგან დაცულობის საკითხები“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს
მდინარაძე ინ ვიტროზე - საკამათო გახდა, მარტოხელა ქალს უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი
30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics