10:36 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 16:47:40, 833 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით რაგბის ეროვნული ნაკრების პირველი „ქომაგთა მაღაზია“ გაიხსნა

„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით რაგბის ეროვნული ნაკრების პირველი „ქომაგთა მაღაზია“ (FunShop) გაიხსნა.

მაღაზია „ვითიბი ბანკის“ ვაკის ფილიალში, მისამართზე ი. ჭავჭავაძის გამზ. #2 მდებარეობს. დღეიდან ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ეროვნული ნაკრების სიმბოლიკით ნაკრების მაისურები, ბურთები და სხვა ატრიბუტიკა შეიძინოს.

„ქომაგთა მაღაზის“ გახსნას საქართველოს ნაკრების წამყვანი მოთამაშეები, რაგბის კავშირის და ვითიბი ბანკის ხელმძღვანელობა დაესწრნენ.

გახსნაზე მისულ ქომაგებს, სასიამოვნო სიურპრიზი დახვდათ - შენაძენზე ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა ხელი მოუწერეს და მათთან ერთად ფოტოები გადაიღეს.

„მოხარულები ვართ, რომ დღეს ვითიბი ბანკის მხარდაჭერით გაიხსნა მაღაზია, სადაც რაგბის საქართველოს ნაკრების ქომაგებს, პირველად გაუჩნდათ შესაძლებლობა შეიძინონ საყვარელი გუნდის მხარდასაჭერი ატრიბუტები. ვითიბი ბანკი ნაკრების გენერალური სპონსორია, ამიტომაც გაჩნდა ეს იდეა და შედეგად პირველი „ქომაგთა მაღაზია“ (FunShop) ჩვენ ფილიალში დღეს გაიხსნა. გვინდა წარმატება ვუსურვოთ ბორჯღალოსნებს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, იმედია ქართველი გულშემატკივარი კიდევ უფრო აქტიურად უქომაგებს ჩვენს ბიჭებს“, - განაცხადა ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.

„ეს არის არაჩვეულებრივი მოვლენა. რაგბის ქართველი გულშემატკივრები მოესწრნენ იმ დღეს, როდესაც ძალიან მაღალი დონის და ხარისხის რაგბის ქომაგთა მაღაზია იხსნება. უდიდესი მადლობა ვითიბი ბანკს, რომელიც გვერდში უდგას საქართველოს რაგბის კავშირს მრავალ საქმეში. ეს მათი ინიციატივა იყო. მათი ხელშეწყობით და ინვესტიციით მოხდა ამ მაღაზიის შექმნა და გახსნა. ვულოცავ ქომაგებს, მოვუწოდებ, რომ მობრძანდნენ, შეიძინონ მათი საყვარელი ეროვნული ნაკრების ატრიბუტიკა და როგორც ყოველთვის მხურვალედ უქომაგონ ჩვენს ნაკრებს“, - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
პრემიერი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო
როთი - მოვიწვიე ლევან იზორია, რათა მასთან დაგეგმილ „აგენტების კანონზე“ ვისაუბრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics