11:27 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 17:07:20, 618 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის კურსი დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის კურსი დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი და დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ჯონ გედესი ღონისძიების დახურვას და მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას დაესწრნენ.

განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის კურსი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოში პირველად 2010 წელს ჩატარდა. წელს აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა მიიღეს. 5 დღიან სალექციო კურსი დიდი ბრიტანეთის საზღვაო ომის წარმოების სკოლის ექსპერტებმა ჩაატარეს.

კურსის დახურვის შემდეგ ნუკრი გელაშვილმა სტუმრებს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნასარიძე - ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
CNN - მალაიზიაში საზღვაო ძალების 2 ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა
საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics