14:05 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 18:26:36, 714 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო არაალკოჰოლური სასმელების მარკირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტრო არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო ელექტრონულ მარკირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, უწყების პოლიტიკაა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად იყოს ჩართული ბიზნესსექტორი.

„მსგავსი კონსულტაციები და შეხვედრები ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ გამართა არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან როგორც საჯარო ფორმატში, ისე სამუშაო რეჟიმში.  აღნიშნული საჯარო შეხვედრების შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალები ხელმისაწვდომია ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mof.ge და სოციალურ ქსელში (www.facebook.com/mofgeorgia; https://www.youtube.com/user/GeoMoF)

კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა 2012 წლის დეკემბერში, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციასთან - 2013 წლის 25 თებერვალს, როდესაც  მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის დადგენაზე ბრძანების ამოქმედების ვადამ ურთიერთშეთანხმებით პირველ მაისამდე გადაიწია. ფინანსთა მინისტრის პირადი ინიციატივით შედგა გასვლითი შეხვედრები არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ქარხნებში - 2013 წლის 10 აპრილს „ბორჯომის“ ქარხანაში, 26 ივნისს „ნატახტარსა“ და „ზედაზენში“. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, კონსულტაციები შედგა ასევე ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით.

ფინანსთა სამინისტროს არასდროს, არც ერთ ფორმატში უარი არ უთქვამს კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. სამინისტრო დღესაც მზადაა, ასეთ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად და კიდევ ერთხელ, მთავრობის არგუმენტებისა და მოსაზრებების წარსადგენად“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ არაალკოჰოლური სასმელების ელექტრონული მარკირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია მსოფლიოში მიღებულ პრაქტიკასთან, რომელიც გულისხმობს როგორც აქციზური, ისე არააქციზური საქონლის მარკირებას და მისი მიზანია, აღნიშნულ სფეროში აღრიცხვიანობის მოწესრიგება. 

შეგახსენებთ, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების მოთხოვნაა, რომ სავალდებულო ელექტრონული მარკირების შემოღება არ მოხდეს. ამასთან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სავალდებულო მარკირება 1-ელ ნოემბრამდე გადავადდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - რა შეურაცხყოფასაც მანდატურებს აყენებდით ქალი დეპუტატები - როცა გინდათ, სქესის მიხედვით უყურებთ საკითხებს, როცა გინდათ, მამა-პაპურად იგინებით
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება
გომელაური - იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატის ზრდა
გომელაური - შსს ყოველდღიურ რეჟიმში, აგრძელებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics