2015-07-31 20:50:19, 489 ნახვა
სამართალი
დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გაუქმდა
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ასევე გაუქმდა დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა. საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს მიმართოს ინტერპოლის შესაბამის დანაყოფს და არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, ხოლო დავით კეზერაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენა. "აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოითხოვა დავით კეზერაშვილის მიმართ წითელი ცირკულარის გამოცემა, ძებნილმა პირმა საჩივრით მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს და მოითხოვა არ დაკმაყოფილებულიყო ქართული მხარის თხოვნა. დ. კეზერაშვილის საჩივრის საფუძველზე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საქართველოს პროკურატურისგან გამოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც ქართული მხარის მიერ მიწოდებულ იქნა სრულყოფილად. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული არგუმენტაცია სრულად იქნა გაზიარებული ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ და დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. მოგვიანებით, საფრანგეთის რესპუბლიკის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე, დ. კეზერაშვილის ადვოკატებმა კვლავ მიმართეს ინტერპოლს და მოითხოვეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გაუქმება. მოცემულ შემთხვევაშიც, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ქართული მხარისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია დავით კეზერაშვილის მიერ მოყვანილი არგუმენტების საპასუხოდ, რაც ასევე სრულყოფილად მიეწოდა ხსენებულ ორგანიზაციას. მსგავსად წინა შემთხვევისა, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ არც ამჯერად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დამატებით მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ძალაში დატოვა დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი. ამჯერად, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართულ მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი არგუმენტები დავით კეზერაშვილის საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით. მსგავსად დავით კეზერაშვილის შემთხვევისა, საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს რამდენჯერმე მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია და მასალები მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ უკანასკნელმა აგრეთვე საჩივრით მიმართა ინტერპოლს და მოითხოვა არ დაკმაყოფილებულიყო ქართული მხარის თხოვნა. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ამჟამად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სასამართლო განიხილავს დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ ორგანოებთან და ექსტრადიციის საკითხის წარმატებით დასრულების მიზნით მოთხოვნისამებრ აწვდის მათ ყველა საჭირო ინფორმაციასა და მასალებს",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს - ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ?
ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ხაბეიშვილი გომელაურს - კორუმპირებული ხართ - ცალ-ცალი ბოტებით მოხვედით და დღეს მილიონერი ხართ
პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
|
ომი უკრაინაშირუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|